Aa Aa
6 თებერვალი 2023  |  10:29

ვიღაცამ Toyota Corolla დასაკრავ ინსტრუმენტად გამოიყენა

ჟანგიან სედანს ასეთი კარგი ხმა არასდროს ჰქონია.

გსმენიათ Youtube-ზე "Man Plays" არხის შესახებ? თუ აქამდე არ იცოდით, ამ არხის მფლობელი ერთი ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ყველაფრისგან მუსიკალურ ინსტრუმენტებს აკეთებს. აქამდე მან ველოსიპედზე, ხეზე და პურზეც კი დაუკრა.

ახლა ავტომობილის ჯერი დადგა. ეს ძველი Toyota-ა. მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ამ ავტომობილით დიდი ხანია, არავინ სარგებლობს.

მერვე თაობის Corolla (E110) გზაზე სავარაუდოდ აღარასდროს დაბრუნდება. მას მეორე სიცოცხლე მუსიკალური ინსტრუმენტის სახით აჩუქეს. დრამის ჯოხების წყალობით ჟანგიანის სედანი შესანიშნავ ხმას გამოსცემს.

უნდა გითხრათ, რომ ეს ორიგინალური იდეა სულაც არ არის. Youtube-ზე შესაძლებელია ვიდეოს ნახვა, რომელიც 2009 წლით თარიღდება და იმ ვიდეოშიც მთავარი გმირი Corolla-ა. ვიდეო კი უფრო სახალისოა, რადგან არხის მფლობელმა დასაკრავად ჯოხების ნაცვლად საკუთარი სხეული გამოიყენა.

გაზიარება: