IIHS-მა 2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები დაასახელა
IIHS-მა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები დაასახელა.
სანამ ახალი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. ერთ-ერთი ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალი ავტომობილის უსაფრთხოებაა.
Insurance Institute for Highway Safety, რომელიც ავტომობილების უსაფრთხოებას ამოწმებს, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიას ყოველ წელს აქვეყნებს. IIHS-მ ტრადიცია არ დაარღვია და სია წელსაც გამოაქვეყნა.

უსაფრთხოებისთვის ჯილდო წელს 48 მოდელმა დაიმსახურა. მათგან 25-მა Top Safety Pick + ჯილდო მიიღო. წელს ამ ორგანიზაციამ შეფასების კრიტერიუმები გაამკაცრა და ამიტომ 2023 წლისთვის უფრო მოკლე სია მივიღეთ, ვიდრე 2022 წელს.
პიკაპებიდან დაწყებული, მინივენებით დასრულებული, თქვენ წინაშეა 2023 წლის 25 ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი:
- 2023 Acura Integra
- 2023 Subaru Outback
- 2023 Toyota Camry
- 2023 Genesis G90
- 2023 Honda CR-V
- 2023 Honda HR-V
- 2023 Lexus UX
- 2023 Subaru Solterra
- 2023 Hyundai Palisade
- 2023 Kia Telluride
- 2023 Nissan Pathfinder
- 2023 Subaru Ascent
- 2023 Toyota Highlander
- 2023 Volkswagen ID.4
- 2023 Acura MDX
- 2023 Acura RDX
- 2023 Infiniti QX60
- 2023 Lexus NX
- 2023 Lexus RX
- 2023 Tesla Model Y
- 2023 Volvo XC90
- 2023 Honda Odyssey
- 2023 Toyota Sienna
- 2023 Rivian R1T
- 2023 Toyota Tundra