ნახეთ, როგორ ჩქარდება Ferrari Purosangue 250კმ/სთ-მდე 15 წამში
Purosangue-ს 309კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია.
Ferrari-მ 4-კარიანი, მაღალი კლირენსის ავტომობილი გამოუშვა, რომელსაც SUV-ს არ ეძახის. მას Purosangue, ანუ „სუფთა ჯიში“ ჰქვია. ავტომობილს ბარგისთვის დიდი სივრცე და სალონში დიდი ადგილი აქვს. Ferrari-სთვის შესაფერი ტექნიკური მონაცემებიც ადგილზეა. ვიდეოში კარგად ჩანს, რა შეუძლია ამ ავტომობილს.
ვიდეო ავტომობილის გარედან დათვალიერებით იწყება. უკანა კარის ჩამალულ სახელურს გვიჩვენებენ. მონაცემთა დაფა კი შესანიშნავად გამოიყურება.
ვიდეოში 100კმ/სთ-მდე ავტომობილი 3.4 წამში ჩქარდება. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენსაც Ferrari ოფიციალურად ასახელებს (3.3წმ). 15 წამზე ნაკლებ დროში 250კმ/სთ-მდე ადის. მაქსიმალური სიჩქარე - 309კმ/სთ.
Purosangue-ს ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 715 ცხენის ძალას და 716ნმ-ს გამოიმუშავებს.
ამ ავტომობილის ფასი $393,350-დან იწყება. კლიენტებს მიწოდებისთვის დამატებით $5,000-ის გადახდა მოუწევთ. Purosangue $170,000-ით უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული Lamborghini Urus-ი.