Aa Aa
30 მარტი 2023  |  12:08

ქუვეითის სახელმწიფო ფონდმა Mercedes-ის აქციების გაყიდვა გადაწყვიტა

ქუვეითის სუვერენული ფონდი Kuwait Investment Authority (KIA) გეგმავს მის კუთვნილებში მყოფი Mercedes-Benz Group AG-ის წილი გაყიდოს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ფონდი აპირებს გაყიდოს დაახლოებით 20 მილიონი აქცია, ერთი ერთეული 69,27 ევროდ, რაც ჯამში 1,385 მილიარდი ევროს ღირებულებისაა.

Bloomberg-ის ცნობით, ამ დროისთვის ფონდი Mercedes-ის აქციების რიგით მესამე უმსხვილესი მფლობელია. მას მთლიანი აქციების 6,8% ეკუთვნის. ფონდის ცნობით, ის ამ აქციებს უკვე 50 წელია ფლობს. გაყიდვის შემდეგ გერმანული კომპანიის 53 მილიონი აქციის მფლობელი KIA დარჩება.

ავტორი: bpn.ge

გაზიარება: