ვიდეო: Honda Fit-ის გაბრაზებულმა მძღოლმა Model 3-ს ფანჯრიდან ბეისბოლის ბიტა ესროლა
რამ გააბრაზა ასე მძღოლი?
Tesla Model 3-ის მძღოლი ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა მას ბეისბოლის ბიტა ესროლა. ნასროლმა ბიტამ ავტომობილი დააზიანა. ეს შემთხვევა Telsa-ს კამერამ გადაიღო.
Model 3-მა Honda Fit-ს გადაუსწრო. როგორც ჩანს, ეს მძღოლს ძალიან არ მოეწონა. ელექტრო ავტომობილის მძღოლს მომხდარისთვის ყურადღება არ მიუქცევია და უბრალოდ გზა გააგრძელა.
Honda-ს მძღოლი კი, როგორც ჩანს, შურისძიებისთვის ემზადებოდა. Tesla-ს დაედევნა, წინ დაუდგა და რამდენჯერმე განზრახ დაამუხრუჭა.
დენიმ (Tesla-ს მძღოლი) ზოლი შეიცვალა და უსიამოვნებისგან თავის არიდება სცადა, თუმცა, გაბრაზებული კაცი თავის დანებებას არ აპირებდა.
დატვირთულ მოძრაობაში Fit-ი ისევ Model 3-ის გვერდით აღმოჩნდა და ფანჯრიდან Tesla-ს ბეისბოლის ბიტა ესროლა.
ყველაფერი ამით არ დასრულებულა. Honda-ს მძღოლმა დენის დევნა გააგრძელა.
საბოლოოდ, დენიმ მაგისტრალიდან გასვლისთანავე უახლოეს პოლიციის დეპარტამენტს მიაკითხა. გამოძიებაში პოლიციას ვიდეო დაეხმარა. Tesla-ს მძღოლს კი ფანჯრის შეკეთება $600 დაუჯდა.