მიმომხილველმა 800-ცხენისძალიანი Ford Mustang-ი პარკინგზე დრიფტისას დაამტვრია
თავი იმით გაიმართლა, რომ „ერაყში ტრასების ნაკლებობაა“.
ArabGT არხის წამყვანს მიმოხილვისთვის წინა თაობის მოდიფიცირებული Ford Mustang-ი ათხოვეს, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა. უკანაწამყვან, 800-ცხენისძალიან ავტომობილს წამყვანი ვერ გაუმკლავდა. მან ვიდეოს ბოლოს კუდის ქნევის მოყვარული GT დაამტვრია. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ვიდეო Youtube-ზე მაინც გამოაქვეყნა.
რა მოხდა? პარკინგზე დრიფტი კარგი იდეა არასდროსაა. ArabGT-იმ მომხდარში ერაყი დაადანაშაულა და თქვა, რომ ენთუზიასტებს თავისი საყვარელი საქმიანობით დაკავებისთვის საჭირო ტრასები არ აქვთ. თავიდანვე ჩანდა, რომ წამყვანი ამ დავალებას ვერ გაუმკლავდებოდა. 5.0-ლიტრიანი V8-ს და ცუდი ჩაჭიდების გამო, სწორზე მიმომხილველს ავტომობილის გაკონტროლება უჭირს.
მდგომარეობა გაუარესდა, როცა წამყვანმა დონატების კეთება დაიწყო. მალევე ავტომობილი მოუცურდა და ბარიერს შეეჯახა. ამ ყველაფერს Mustang-ის მფლობელიც უყურებდა. ავტომობილის უკანა ნაწილი საშინელ მდგომარეობაშია.
ArabGT-ის თქმით, ამ ადგილს 1 თვე აკვირდებოდა და ჩაწერა მაშინ გადაწყვიტა, როცა იქ თითქმის არავინ იყო. 800-ცხენისძალიანი უკანაწამყვანი ავტომობილი და პარკინგის საფარი ცუდი კომბინაცია გამოდგა. ამ ამბავში კარგი მხოლოდ ისაა, რომ მძღოლს უსაფრთხოების ღვედი ეკეთა და დაზიანებების გარეშე გადარჩა.