Aa Aa
23 მაისი 2023  |  10:16

Mercedes-AMG One გადატანისას მისაბმელში ბოლომდე დაიწვა

ერთით ნაკლები One.

Mercedes-AMG One-ის წარმოების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, 2022 წლის აგვისტოში Mercedes-მა ფორმულა 1-ზე დაფუძნებული ჰიპერქარის წარმოება დაიწყო. სულ 275 ეგზემპლარის აწყობა იგეგმება. ახლა კი გერმანულ ავტომწარმოებელს ერთით მეტი ეგზემპლარის აწყობა მოუწევს. ერთ-ერთმა ეგზემპლარმა მფლობელამდეც ვერ მიაღწია და გზაში დაიწვა.

 „ინფორმაცია გვაქვს მისაბმელში ავტომობილის დაწვის შესახებ, რომელიც წარმოების პროცესში სატვირთოთი გადაჰქონდათ“, - ამბობს კომპანიის პრესსპიკერი.

რა მოხდა? ხანძრის მიზეზს ჯერ კიდევ იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბატარეა აალდა, მეორე ვერსიით, კი ხანძარი იმ სატვირთოს მუხრუჭებმა გამოიწვია, რომელსაც 1 049-ცხენისძალიანი მონსტრი გადაჰქონდა.

ეს შემთხვევა სტეფორდშირში მოხვდა. მეხანძრეები დანიშნულების ადგილზე დროულად მივიდნენ, თუმცა, ავტომობილი მისაბმელში ბოლომდე დაიწვა. მისაბმელში არავინ იყო და ამ შემთხვევის ერთადერთი მსხვერპლი V6-ძრავიანი, ჰიბრიდული ჰიპერქარია.

გაზიარება: