McLaren-მა Mercedes SLR-ის იუბილე იშვიათი ავტომობილების ჩვენებით აღნიშნა
Aa
Aa

McLaren-მა Mercedes SLR-ის იუბილე იშვიათი ავტომობილების ჩვენებით აღნიშნა

გრანდ ტურერის დებიუტი 2003 წლის სექტემბერში შედგა.

Mercedes-Benz SLR-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად McLaren-მა არაერთი ღონისძიება გამართა. ეს ღონისძიებები არამხოლოდ ამ მოდელს, არამედ იმ ადამიანებსაც ეძღვნებოდათ, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ. ზოგიერთი დღემდე ავტომწარმოებლის გუნდის ნაწილია.

McLaren-მა საჩვენებლად 4 ამ ავტომობილის 4 გენიალური ვერსია გამოიყვანა: SLR Stirling Moss, SLR MSO-სგან, SLR HDK, and the SLR 722 GT პროტოტიპი. McLaren-ის ტექნოლოგიების ცენტრში ღონისძიებას SLR Club-ის წევრები, SLR McLaren-ის მფლობელები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდა.

SLR-ის პროექტის პრეზენტაცია 1999 წლის ბრიტანეთის გრან პრიზე შედგა. ეს პროექტი მიზნად Mercedes-ისა და McLaren-ის თანამშრომლობის გამყარებას ისახავდა. ავტომობილი, რომლის სახელიც Project 7 იყო, Mercedes-Benz SLR Vision კონცეპტის მიხედვით განავითარეს.

პროტოტიპის შექმნაზე ფორმულა 1-ის McLaren-ის გუნდის მექანიკოსებმა იმუშავეს. ეს იყო პირველი ხელნაკეთი ავტომობილი, რომელიც  McLaren-ის ტექნოლოგიების ცენტრში (MTC-ში) აიწყო. Mercedes-ის ხედვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, გენიალური ინჟინერიითა და კარბონის დეტალებით გააცოცხლეს.

Mercedes-AMG-ის 5.5-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V8 ძრავა 626 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 100კმ/სთ-მდე 3.8 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოება 2009 წელს შეწყდა, ამ ავტომობილის განვითარება არ შეჩერებულა. McLaren Special Operations-მა 2010 წელს McLaren Edition SLR-ი წარმოგვიდგინა. 2019 წელს MSO-ს SLR ვიხილეთ, 2023 წელს კი SLR HDK.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები