შესაძლოა, წლის ბოლომდე Toyota-მ GM-ს აშშ-ის ყველაზე გაყიდვადი ბრენდის ტიტული წაართვას
General Motors-ი არასასიამოვნო რეალობის წინაშე დგას — Toyota-ს აქვს შანსი, კიდევ ერთხელ მოიპოვოს აშშ-ში გაყიდვების ლიდერის ტიტული, რაც მისი დამუხტვადი ჰიბრიდების მიმართ მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული.
კვლევითი ორგანიზაცია Cox Automotive-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იაპონური ავტომწარმოებელი თავის ბაზრის წილს 15.8%-მდე გაზრდის, მაშინ როდესაც GM-ის წილი თითქმის 1 პროცენტული პუნქტით დაეცემა და 16.8%-ს გაუტოლდება. თუ მომხმარებლები კვლავინდებურად ეკონომიურ ავტომობილებს მიანიჭებენ უპირატესობას, Toyota-ს აქვს ყველა, წელს აშშ-ში ნომერ პირველი ავტომწარმოებელი გახდეს.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
Toyota-ს მიერ GM-ის გასწრება დეტროიტული გიგანტის მშობლიურ ბაზარზე ისტორიული გარდატეხა იქნება. GM ლიდერის პოზიციას 1931 წლიდან ინარჩუნებს, მას შემდეგ რაც Ford Motor Co.-ს გადაასწრო, და Toyota-სთან მხოლოდ ერთხელ — 2021 წელს — დათმო პირველობა, ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის დროს. ბაზარზე ძალთა მსგავსი გადანაწილება კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს GM-ის გენერალური დირექტორის, მერი ბარას სარისკო სტრატეგიის უარყოფით შედეგებს, რომელმაც ჰიბრიდების ნაცვლად ფსონი ელექტრომობილებზე დადო, მაშინ როდესაც ამერიკელი მყიდველების უმრავლესობა სრულად ელექტრონულ მოდელებზე გადასვლას არ ჩქარობს.

GM-ის წარმომადგენელმა ჯიმ კეინმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია გაყიდვების შესანარჩუნებლად ფასდაკლებებს გაზრდის. მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს მსგავს ნაბიჯებს მოგებისა და ფულადი ნაკადების ოპტიმიზაციისთვის.Toyota-ს წარმომადგენლებს კი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი იმის შესახებ, მართლაც უახლოვდება თუ არა ბრენდი აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების პირველ ადგილს.
ჰიბრიდული იმპულსი
მაისის მონაცემებით, Toyota-ს ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვები (რაშიც შედის ელექტრომობილებიც, თუმცა უმრავლესობას ჰიბრიდები შეადგენს) 5.6%-ით გაიზარდა ბაზრის საერთო ვარდნის ფონზე. ამის საპირისპიროდ, სრული ზომის პიკაპებისა და SUV-ების გაყიდვები, სადაც GM და Ford ყველაზე ძლიერები არიან, მკვეთრად დაეცა, ვინაიდან ირანთან კონფლიქტმა ბენზინის საშუალო ფასი აშშ-ში თითქმის 4 დოლარამდე გაზარდა გალონზე.
Toyota-მ კენტუკის ქარხანაში უკვე დაიწყო თავისი ბესტსელერის, RAV4-ის უახლესი ვერსიის წარმოება, რომელიც ახლა მხოლოდ ჰიბრიდული სახით იყიდება. პოპულარულ კომპაქტურ ქროსოვერზე დეფიციტის აღმოსაფხვრელად, იაპონური ბრენდი მიზნად ისახავს ამ ქარხანაში წლიური წარმოება 100 000 ერთეულამდე გაზარდოს, რაც კანადიდან და იაპონიიდან იმპორტს დაემატება.

დღეისათვის Toyota ამერიკულ ბაზარზე 20-ზე მეტ ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს. GM-ის ხაზში მხოლოდ ელექტრიფიცირებული Corvette გვყავს, ხოლო Ford-ი ჰიბრიდულ ძრავას მხოლოდ სამ მოდელზე — პატარა პიკაპ Maverick-ზე, F-150-სა და Lincoln Nautilus-ზე გვთავაზობს.
ამავდროულად, Hyundai-თვის მე-3 ადგილის დათმობის რისკის წინ დგას მეორე ამერიკული გიგანტი Ford-იც. Cox-ის პროგნოზით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში Ford-ის ბაზრის წილი 12.6%-მდე შემცირდება, ხოლო Hyundai სავარაუდოდ 11.7%-მდე გაიზრდება.