Aa Aa
24 ოქტომბერი 2023  |  15:21

სატვირთოს ქვეშ მოყოლილი Corvette-ის მგზავრები გადარჩნენ

C7 Chevy Corvette-ის მძღოლიც და მგზავრიც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების მიღების გარეშე გადარჩნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევებისას ავტომობილის ზომასა და წონას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ეჯახება. საბედნიეროდ, ავარიაში, რომელშიც უზარმაზარი სატვირთო და C7 თაობის Corvette-ი მონაწილეობდა სერიოზული დაზიანებების გარეშე დასრულდა. ეს შედეგი კი მაშინ უფროა შოკის მომგვრელი, როდესაც ქვემოთ დართულ სურათებს დაათვალიერებთ.


მომხდართან დაკავშირებით დეტალები უცნობია. თუმცა, ვიცით, რომ შემთხვევა აშშ-ში, ლუიზიანაში მოხდა. როგორც ჩანს, უზარმაზარმა სატვირთომ მანქანას გადაუარა და A-ის ფორმის დგარზე გაჩერდა. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც მგზავრები ისხდნენ.

სასწაულებრივად, Corvette-ის მგზავრები ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდნენ. წარმოიდგინეთ რამდენად უსაფრთხო გახდა თანამედროვე ავტომობილი. Vette-ის საქარე მინის დგარმა რამდენიმე ტონას გაუძლო და ადამიანების სიცოცხლე იხსნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მძიმე ავარიაში მოყოლილი Corvette-დან ადამიანები უვნებლად გადმოდიან. მიმდინარე წლის აგვისტოში შტატებში Corvette-ის მონაწილეობით კიდევ ერთი სერიოზული ავარია მოხდა. საბედნიეროდ, მძღოლი იმ შემთხვევაშიც უვნებლად გადარჩა.

ელოდებოდით Corvette-ისგან უსაფრთხოების ასეთ დონეს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: