ჯიენიქსი, კენდრიკ ლამარი, ბიუიკი, ბიუიკ ჯიენიქსი
Aa
Aa

კენდრიკ ლამარის ახალი ალბომი: Buick Regal GNX

კენდრიკ ლამარის ახალი ალბომი, სახელწოდებით GNX, ერთნაირად იპყრობს როგორც მუსიკის, ასევე ავტომოყვარულების ყურადღებას. ალბომის სახელწოდება ყველა ენთუზიასტისთვის ცნობილი Buick GNX-ის სიმბოლოა, რომელიც 1980-იანებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და გამორჩეული ავტომობილი იყო. 

რეპერი GNX-ის მნიშვნელობაზე ყურადღებას თავადაც ამახვილებს. იმავე სახელწოდებისაა ალბომში შემავალი მე-12 სიმღერაც. ხოლო სტრიმინგპლატფორმებზე თითოეული „ტრეკის“ „ქავერად“ სწორედ 1987 წლის შავი Buick GNX-ია წარმოდგენილი, რომელსაც ალბომის მცირე ვიდეოთიზერშიც ვხვდებით.

ჰიპ-ჰოპისა და ავტომობილების კავშირი შეიძლება სტერეოტიპულად ჩანდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე უფრო პირადული შინაარსის მატარებელია. Complex-ის ცნობით, ლამარმა იდეალურ მდგომარეობაში მყოფი GNX ამ წლის დასაწყისში შეიძინა. ეს ავტომობილი განსაკუთრებულად ძვირფასია Grammy-ის მფლობელი არტისტისთვის, რადგან მამამისიც მსგავს, Buick Regal-ს ფლობდა.

კენდრიკი სწორედ 1987 წლის Buick Regal-ით მიიყვანეს სამშობიაროდან სახლში. თუმცა, მამამისის მანქანა GNX-ის სტანდარტული ვერსია იყო, მაშინ როცა GNX–ი სიმძლავრისა და წარმადობის მხრივ იმ დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელი გახლდათ. ავტომობილი 3.8-ლიტრიანი ტურბოძრავით იყო აღჭურვილი, 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 0-დან 100 კმ/სთ-ს 5 წამზე ნაკლებ დროში აღწევდა.  

GNX იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო. მოდელის მხოლოდ 547 ეგზემპლარი დამზადდა და დღეს მისი ღირებულება 100,000 დოლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები