ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, ბიემვი, ბიემვი ემ3
Aa
Aa

BMW M3: ელექტრომობილი თუ ახალი 6-ცილინდრიანი ძრავა?

BMW-ი, თავისი ახალი i3 / 3-Series Neue Klasse-ის შესახებ ინფორმაციას თვეების განმავლობაში ავრცელებდა. ახლა კი, ისინი უკვე მზად არიან, შემდეგი თაობის M3-ზე ისაუბრონ. გავრცელებული ინფორმაციით, ის მომდევნო ორი წლის განმავლობაში გამოვა და შემოთავაზებული იქნება, როგორც ელექტრო, ასევე შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიით.

ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ BMW-ს წარმომადგენლებმა ოფიციალურად ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურეს. „ჩვენ ვგეგმავთ მომხმარებელს მოდელი ახალი ტიპის ექვსცილინდრიანი ძრავით შევთავაზოთ, რადგან კარგად გვესმის, რომ M-ის ერთგული გულშემატკივრების ნაწილი ელექტრომობილებზე სრულად გადასვლისთვის ჯერ მზად არ არის“, - განაცხადეს გერმანულ ავტომწარმოებელში, თუმცა დასძინეს, რომ ელექტრო M3 სრულიად განსხვავებული იქნება, ახალ სიმაღლეებსაც მიაღწევს და მისთვის განკუთვნილი სეგმენტის მოლოდინებსაც გაამართლებს.

BMW-ს Neue Klasse-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, როგორც ელექტრო, ასევე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს იდენტური დიზაინი და ციფრული მახასიათებლები ექნებათ. თუმცა ახალი M3-ები მხოლოდ 0-დან 100-მდე აჩქარებისთვის არ იქნება შექმნილი.

პირიქით, რადგან კომპანია მართვის დინამიკაზეა ორიენტირებული, სწორედ აქ ერთვება მათი სუპერკომპიუტერიც - Heart of Joy. ახალი ტექნოლოგია, BMW-ის გეგმით, მის ელექტრომობილებს სამართავად უფრო მიმზიდველს გახდის. ინოვაციური სუპერკომპიუტერი ავტომობილის მონაცემებს 10-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე არსებული ალტერნატივები და „დინამიკური შესრულების კონტროლთან“ (DPC) მარტივად ადაპტირდება.

გარდა ამისა, დამუხრუჭების ჭკიანი სისტემისა და ენერგიის აღდგენის გავლენით, ტექნოლოგია ეფექტიანობას 25%-ით ზრდის. ამავდროულად კი, აუმჯობესებს მართვას და უზრუნველყოფს უფრო გლუვ და ზუსტ მოხვევას. ახალი ტექნოლოგიის გამოსაცდელად, BMW-მ BMW Vision Driving Experience (VDX)-ის პროტორიპიც შეიმუშავა, რომლის მაბრუნი მომენტი დაახლოებით 18 000 ნიუტონ მეტრია.

 

მსგავსი სიახლეები