კრის ჰარისი, ფერარი, ტესლა საიბერთრაქი, ფერარის შავი სია, ფერარი ენცო, ფერარი 458 იტალია
Aa
Aa

ცნობილი ადამიანები, რომლებიც Ferrari-ის შეძენას ვეღარასდროს შეძლებენ | Ferrari-ის "შავი სია"

ამბობენ, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო. და თუ თქვენთვისაც, ბევრის მსგავსად, ბედნიერება სანატრელი ავტომობილის ფლობასთან ასოცირდება, ეს ფრაზა შესაძლოა იმაზე უფრო ახლო და მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ.

ალბათობა იმისა, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებდეს ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, დარწმუნებით გეტყვით, რომ თუ თქვენ Ferrari-ის VIP-კლუბში მოხვედრა გაქვთ გადაწყვეტილი, ამ შემთხვევაში მხოლოდ მილიონები არ გიშველით. Ferrari მხოლოდ ავტომობილი არაა, ის ცხოვრების წესია. იტალიელ მწარმოებელს მკაცრი და ნაწილობრივ გასაიდუმლოებული წესები აქვს და მისი ბრენდის სახელის ტარების უფლებასაც ყველას არ აძლევს.

ასე რომ დაიმახსოვრეთ: თქვენ არ ფლობთ Ferrari-ის, პირიქით, თავად ხართ Ferrari-ის საკუთრებაში. და თუ ელიტარულ ჯგუფში დარჩენა გსურთ, მაშინ „ყალყზე დამდგარი ცხენის“ წესებსაც უნდა მიჰყვეთ და რამდენად კარგი ავტომობილიც გყავთ, იმდენად კარგი მძღოლიც უნდა იყოთ.

და მაინც, რას არის Ferrari-ის შავი სია?

Ferrari-ის ე.წ. „შავი სია“ იმ ადამიანებს აერთიანებს, რომელთაც იტალიური ავტომწარმოებელი საკუთარ ავტომობილს არასდროს აღარ მიჰყიდის. თქვენ შესაძლოა ამტკიცებდეთ, რომ ავტომობილების კომპანიას საერთოდ არ აქვს უფლება გიკარნახოთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუმცა Ferrari-ისთან ამ მიდგომით შორს ვერ წახვალთ. ან პირიქით, ძალიან შორს წახვალთ და  თავს სასამართლოში ამოყოფთ, სადაც იტალიური ულაყი მისი ნაშიერს სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ Ferrari თქვენ დაბლოკვას სრულად შეძლებს. გარე პირისგან რომელიმე საშუალო კლასის ავტომობილი, როგორიცაა Roma, 296 GTB და 296 GTS , თქვენ საკუთრებაში შესაძლოა აღმოჩნდეს, თუმცა, შეზღუდული გამოშვების მოდელების ხელში ჩაგდებაზე არც კი იფიქროთ. როდესაც საქმე საკულტო ავტომობილებს ეხება, Ferrari შერჩევის მკაცრ პროცესს იყენებს, თუ ის გადაწყვეტს, რომ არ ხართ ღირსი წარადგინოთ მისი სამკერდე ნიშანი, ამაზე უბრალოდ ოცნებაც კი აღარ უნდა გაბედოთ. 

Ferrari-ის სიის პირველი საპატიო წარმომადგენელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯია. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მცირედით განსხვავებულად გვაქვს. ნიკოლას ქეიჯმა თავისი Ferrari გაყიდა, რაც რა თქმა უნდა პრობლემა არ უნდა იყოს თუ არ შევხედავთ გაყიდვის მიზეზს. პრობლემა ისაა, რომ ქეიჯმა Ferrari ვალების დასაფარად გაყიდა.

მსახიობმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ იტალიელები მათი ავტომობილის ღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვას აპატიებდნენ, მაგრამ როგორ უნდა გაბედო და ეს აზრი თავში გაივლო, როცა არც მეტი არ ნაკლები, Ferrari Enzo გყავს. თუ Ferrari-ის არ აფასებ, მაშინ არც მისგან უნდა ელოდო დაფასებას. Ferrari-იმ ქეიჯის ქცევა შეურაცხყოფად მიიღო და არც მის სამსახიობო სტატუსს მორიდებია ისე მარტივად გადასვა ის თავის „შავ სიაში“.

Ferrari თქვენ არც მისი შედევრის სათამაშოდ გადაქცევას გაპატიებთ. მუსიკალურმა პროდიუსერმა ჯოუელ ტომას ზიმერმანმა, რომელსაც „დედმაუსის“ სახელით იცნობენ, რატომღაც გადაწყვიტა თავისი 458 Italia ცისფრად შეეღება, მასზე ინტერნეტ მიმის - „ნიან ქეთის“ გამოსახულებაც დაეხატა და ბოლოს, საზღვრებს იმდენად გასცდა, რომ მანქანას ახალი სახელი - „ფურარიც“ კი შეურჩია.

მართალია, ლეგენდის თანახმად, კატებს და ცხენებს საერთო წინაპარი ჰყავთ, თუმცა, ლეგენდების Ferrari-ში ალბათ ნაკლებად სჯერათ და კანადელი პროდიუსერისგანაც სასწრაფოდ, მისი მანქანის ქარხნულ მდგომარეობაში დაბრუნება მოითხოვეს. საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა. ტომასს კი, იტალიურმა მარკამ თავის ხელოვნების ნიმუშებთან მიახლოება სამუდამოდ აუკრძალა.

 

Ferrari-ზე თქვენ რა ფერი გახსენდებათ? - კი, ალბათ წითელი. კანადაზე? - აშკარად კანადის დროშაზეც წითელი ფერია და არა ცისფერი. მაშინ, რატომ ღებავენ კანადელები Ferrari-ის მაინც და მაინც ცისფრად? პასუხი არც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთი და იმავე მიზეზით, რატომღაც კანადელები იტალიურ „perche“-ს, საკულტო ხელის მოძრაობით, საკმაოდ ხშირად იმსახურებენ.

ამ ყველაფრის შემდეგ, Ferrari-ში კანადელები დიდად ალბათ აღარ უყვართ. საქმე იმაშია, რომ ამჯერად, Ferrari 458 ცისფრად არც მეტი არც ნაკლები ჯასტინ ბიბერმა გადაღება, ამასაც არ დასჯერდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა სამი დღითაც მიაკარგა. Ferrari კი, თავისი ნალოლიავები მანქანის ქუჩაში მიგდებას ნამდვილად არ შეგარჩენთ, თუნდაც ის შუა ლოს-ანჯელესში გეგდოთ.  Ferrari-ში ჯასტინის ცოდვების შესახებ მალევე შეიტყვეს, მანქანა სამი დღის შემდეგ კი იპოვეს, თუმცა, პოპ-ვარსკვლავს ბრენდთან მიკარება სამუდამოდ აუკრძალეს.

როგორც ვნახეთ, შოუბიზნესის წარმომადგენლებს Ferrari-ი ნამდვილად არ სწყალობს, თუმცა, მისი რისხვისგან დაზღვეული არც ავტოინდუსტრიის სახეები არიან. Top Gear-ის თანაწამყვანმა, კრის ჰარისმა იტალიური ულაყი იმდენად განარისხა, რომ მას კომპანიაში შესვლაც კი აეკრძალა. საავტომობილო ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ ტრიალებს Ferrari“, რომელშიც ამტკიცებდა რომ ავტომწარმოებელი სპეციალურად ჟურნალისტებისთვის საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ავტომობილების გამოფენას აწყობდა, რათა პრესის მიმოხილვები ისეთი შთამბეჭდავი ყოფილიყო, როგორიც თავად სურდა.

ეს ბრალდება Ferrari-იმ არც Top Gear-ის თანაწამყვანს აპატია. კრისი Ferrari-ში დასაშვები ჟურნალისტების სიიდან ამოშალა და მის ბრენდთან მიახლოებაც სამუდამოდ აუკრძალა.

სოციალურ მედიაში Ferrari-ის კრიტიკა ძვირად დაუჯდა 50 Cent-ს. კარგად უნდა დაფიქრდე სანამ Ferrari 488-ს, თანაც საჯაროდ, „ლიმონს“ უწოდებ და მკაცრი შედეგებისთვისაც უნდა მოემზადო. რა თქმა უნდა იტალიაში რეპერს მსგავსი შეცდომა არ აპატიეს და Ferrari-ის საჭესთან მიახლოებაზე ოცნების უფლებაც კი ჩამოართვეს.

Ferrari-ის შემდეგი მსხვერპლი რეალითი შოუს ვარსკვლავი და ამჯერად უკვე მილიარდერი, კიმ კარდაშიანია. თუმცა Ferrari-სთან უთანხმოება კიმის ცხოვრების ალბათ ყველაზე გასაიდუმლოებული ნაწილია. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გავრცელებული ხმებით, Ferrari კიმმა საქორწილო საჩუქრად, ფინანსური თაღლითისგან მიიღო და ამგვარად შავ სიაშიც გადაინაცვლა. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ კიმი Ferrari-ის ახალი და ექსკლუზიური მოდელების შეძენას ვერასდროს შეძლებს, ახლა კი ქუჩებში, Tesla-ს Cybertruck-ით გადაადგილდება.

 

ერთია, როდესაც ფულით ბედნიერებას ვერ ყიდულობ და მეორე, როდესაც ამისთვის საკმარისი ფულიც კი არ გაქვს. როგორც ჩანს ამერიკელ რეპერ TYGA-ს სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა და ფულიც რ ეყო, რომ იჯარით აღებული 2012 წლის Rolls-Royce Ghost-ისა და Ferrari 458 Spider-ის საფასური ბოლომდე დაეფარა. Ferrari-იმ ავტომობილი უკან დაიბრუნა, თუმცა, რეპერს დამატებით $45 ათასის ვალი დარჩა, რის გამოც იტალიურმა მარკამ სასამართლოში უჩივლა.




 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები