ტრეკზე ორიენტირებული მტაცებელი
ამ კომპინიის პირველი მოდელი ლეგენდარული Caterham Super Seven-ის მსგავსი იყო. მომდევნო წლებში დიზაინიც დახვეწეს და აგრეგატებიც, თუმცა სულ ბოლოს წარმოებული მოდელიც რომ ავიღოთ, მასში Caterham-ის დნმ მაინც შესამჩნევია.
ამ კომპანიის ბოლო და საუკეთესო ნამუშევარი Donkervoort D8 GTO RS-ია. იგი „აუდის“ 5-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 386 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძარა და ინტერიერი მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული და ავტომობილის წონა სულ რაღაც 695 კილოგრამს შეადგენს. ამ მონაცემების ერთობლიობა მსოფლიოს ნებისმიერ ტრეკზე საუკეთესო დროების დაფიქსირებისთვისაა მიღწეული. ავტომობილის შასიდან და წონიდან გამომდინარე მისი მართვა ერთი დიდი სიამოვნებაა, აეროდინამიკაც საკმაოდ დახვეწილი აქვს, რასაც ძველ მოდელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მისი სამუხრუჭე სისტემა 6-დგუშიანია, რაც მომენტალური გაჩერების დროს საფუძვლიან გაგრილებასაც უზრუნველყოფს. ავტომობილი წინ 17-იანი და უკან 18-იანი საბურავებითაა აღჭურვილი და მას 100-მდე აჩქარება სულ რაღაც 2.7 წამში შეუძლია. არსებული მაჩვენებლით ბევრი ძვირადღირებული და ცნობილი მწარმოებლებიც კი ვერ შეედრებიან მას.
Donkervoort-ი მუდამ ამაყობს თავისი ქმნილებებითა და ტრეკის რეკორდებით, როგორც მისი ხელმძღვანელობა იუწყება მომავალში კიდევ უფრო მეტად დახვეწილ და ჩქარ მოდელებს გამოუშვებენ.