საქართველო, საავტომობილო გზები, თბილისი, გზების მშენებლობა, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი?

თბილისის შემოვლითი გზის ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

ინფორმაციისთვის, ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი გზის - ნატახტარი - რუსთავის მონაკვეთის ოთხი ლოტიდან ერთ-ერთს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა დაგეგმილია გლდანის და სამგორის რაიონების ტერიტორიებზე.

სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი

საპროექტო გზა დაიწყება ავჭალის მიმდებარე ტერიტორიიდან, მარშრუტის ფარგლებში გზა მიუყვება შემოვლითი რკინიგზის დერეფანს, გადაკვეთს მდ.გლდანულას, გაივლის გლდანის ციხისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს, რამდენიმე ადგილას გადაკვეთს ღრმა ხეობას, აგრეთვე ე.წ. კვირიკობისხევს, ბოლო მონაკვეთზე გზა განთავსდება დიდი ლილოს ტერიტორიაზე.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ლოტი 3-ის სიგრძე შეადგენს 22.5 კმ-ს. საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მოწყობა და 4 არსებული ე.წ. რკინიგზის გვირაბის ადაპტირება, ასევე გათვალისწინებულია 16 ხიდის მოწყობა, მათ შორის 8 კვანძების შემადგენლობაშია და ერთი ხიდი დაგეგმილია მუხიანის კვანძის ადგილობრივ გზასთან დასაკავშირებლად, ერთი - საფეხმავლო გადასასვლელს წარმოადგენს, ორი ამჟამად არსებული შემოვლითი რკინიგზის ხიდია, რომელთა პარალელურად მოეწყობა 2 ახალი ხიდი და ორი გასასვლელს/გზასატარს წარმოადგენს ავჭალა-ლილოსა და ლილო-ავჭალის მიმართულებებზე. ხიდების ჯამური სიგრძე იქნება დაახლოებით 3 კმ, გვირაბების - 3,7 კმ. საპროექტო გზის შერჩეული ალტერნატივის არეალი ძირითადად მოქცეული იქნება თბილისის ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ საპროექტო გზის პირველ მონაკვეთზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივნისში გასცა. ცნობისთვის, პირველი მონაკვეთი წიწამურიდან იწყება და ავჭალასთან სრულდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი (წიწამური)-რუსთავის გზის) საპროექტო სიგრძე დაახლოებით, 51 კილომეტრია. პროექტი სულ 4 ლოტად არის დაყოფილი და სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავს. კერძოდ:

ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2) მონაკვეთი - სიგრძე 6.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4-ზოლიანი საპირისპირო მიმართულების გზის; ასევე ორი კვანძისა და 3.4 კმ. სიგრძის საპირისპირო მიმართულების ორზოლიანი გვირაბის მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 150 მლნ დოლარია;

ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) მონაკვეთი - სიგრძე - 22.5 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება; სავარაუდო მშენებლობის ღირებულება - 300 მლნ დოლარია;

აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) მონაკვეთი - სიგრძე - 10.9 კმ.ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია 3 კვანძის მშენებლობა, 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), და 2 საფეხმავლო ხიდის (გეზ-ის და კახეთის გზატკეცილის ზონაში) მოწყობა. დაგეგმილი ხიდებიდან ერთს აქვს უშუალო შეხება მდინარესთან (მდ.ლოჭინის კვეთა).; მშენებლობის ღირებულება - 100 მლნ დოლარია;

ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთი - სიგრძე - 11 კმ.-ია; პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 კვანძის მშენებლობა; საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 9 სახიდე გადასასვლელის (6 ხიდი თითო მიმართულებით მთავარ გზაზე და 3 ხიდი მეორად გზაზე და გზაგამტარებზე) მოწყობა; მშენებლობის ღირებულება - 70 მლნ დოლარია.

 

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები