სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა | გზა გაიხსნა
სურამის შემოვლითი გზა ავტოტრანსპორტისთვის 16 აგვისტოს, დილის 12 საათზე გაიხსნა. შედეგად, ზემო ოსიაური–ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს.
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ-იანი უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადინა.
ცნობისთვის, სამუშაოების პერიოდში გზა თანამედროვე განათების სისტემით აღიჭურვა. სურამის შემოვლითი გზის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.