თბილისში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების მიზეზით, თბილისში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.
ოფიციალური განცხადების თანახმად, „მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება“.
აღნიშნულის გამო, ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.