შეზღუდვა გომის გზაზე
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც, 2025 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით იზღუდება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.