1967 წლის Shelby GT500 თითქმის ნახევარი საუკუნე ხელუხლებლად ინახებოდა
ამერიკული საავტომობილო ისტორიის გამორჩეული ნიმუში, 1967 წლის Shelby GT500 ახლახან მიჩიგანში, ერთ-ერთ ავტოფარეხში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს საკულტო მოდელი თითქმის 40 წლის განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდა.
მანქანის ისტორია 1967 წელს იწყება, როდესაც Ford-ის თანამშრომელმა, სახელად ფეტერმა, Shelby შეიძინა. სამსახურის წყალობით, მან სოლიდური შეღავათიდაც ისარგებდა და საბოლოოდ, ცნობილი muscle car-ის მფლობელიც გახდა. როგორც სხვა ნებისმიერ კლასიკურ მანქანას, თავისი უცნაურობები GT500-საც ჰქონდა. მაგრამ ნაკლოვანების მიუხედავადაც, ავტომობილი ოჯახის საყვარელ ნივთად იქცა.
1987 წლისთვის, ორი ათწლეულის ერთგულების შემდეგ, Shelby ოჯახის საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხში დააბინავეს. ამის შემდგომ კი, მანქანას ერთხელ ძრავაც შეუცვალეს, თუმცა სხვა ნაწილები ძირითადად ხელუხლებლად დატოვეს. ამ დღის შემდეგ, GT500-ს მზის სინათლე თითქმის არ უნახავს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანქანა რეალურად სულ ერთხელ გარეცხეს.
ამერიკული ავტომობილი ცნობილმა YouTube-გვერდმა აღმოაჩინა, რომელიც სწორედ საავტომობილო საგანძურის ძიებითაა დაკავებული. ისინი გარდაცვალებამდე Shelby-ის მფლობელსაც ესაუბრნენ და ვიდეოში ავტომობილის მიმართ მის სიყვარულზეც ბევრი ისაუბრეს. „მანქანა დროის კაფსულაა“, - თქვა გუნდის შემქმნელმა, როდესაც გაიხსენა ის იშვიათი შესაძლებლობა, როდესაც მანქანის უცვლელ მდგომარეობაში ნახვის შესაძლებლობა მიეცა.
ხშირად, ძველი მანქანები, შეიძლება წლების განმავლობაში დავიწყებას მიეცეს ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის განვითარების გამო. თუმცა 1967 წლის Shelby GT500 კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული muscle car-ია. მისი მემკვიდრეობა კი, იმდენად ძლიერია, რომ ენთუზიასტები მზად არიან დარჩენილი ეგზემპლარებისთვის თანხა არ დაინანონ.