საავტომობილო გზები, გზების მშენებლობა, ბათუმი-სარფი
Aa
Aa

ბათუმი-სარფის შემოვლითი გზა - როგორ შემცირდება მანძილი და დრო?

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის - ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშენდება 11 კმ-იანი, ორზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 7.6 კმ-იან გვირაბსა და 1.47 კმ-იან ხიდს მდინარე ჭოროხზე. ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი ბათუმის შემოვლითი გზიდან დაიწყება და თურქეთის (სარფის) სასაზღვრო გადასასვლელამდე გაგრძელდება.

„ახალი მონაკვეთი ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დროს 25-30 წთ-ით, ხოლო მანძილს 8 კმ-ით შეამცირებს. გზა აშენდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების დაცვით და უზრუნველყოფილი იქნება განათების სისტემით“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილია ისიც, რომ ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მონაკვეთი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენდება. ხელშეკრულების მიხედვით, ABD-მ 306 მლნ ევროს სესხი გამოყო. ცნობისათვის, ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2028 წელს იგეგმება. მშენებლობა მთლიანად 620 მლნ ლარი დაჯდება, საიდანაც 2025 წელს 35 მლნ ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება შემდგომ წლებს, 2026 წელს საპროგნოზო მაჩვენებელი არის 185 მლნ ლარი; 2027-2028 წლებში კი 200-200 მლნ ლარი.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები