Ferrari, EV, ელექტრომობილები, ფერარი, Ferrari Elettrica
Aa
Aa

Ferrari პირველ ელექტრომობილს გამოუშვებს — რა ვიცით?

ის, რასაც დიდი ხანი ველოდით, საბოლოოდ მართლაც მოხდება — Ferrari პირველ ელექტრომობილს, Elettrica-ს გამოუშვებს — ეს იქნება მანქანა, რომლის მსგავსიც აქამდე არაფერი გვინახავს.

იმედია, არ გგონიათ, რომ რახან ელექტრომობილზე ვსაუბრობთ, ცხენის ძალებსა და კუნთებს არ ვახსენებთ... Elettrica-ს 1000 ცხ.ძ-ზე მეტის გამომუშავება შეეძლება და მეტიც, არც კლასიკური ელექტრომობილივით ჩუმი იქნება.

ეს აუცილებელიც კია, რადგან, მოდი, გულახდილები ვიყოთ — ვის გაუგია Ferrari ძრავის ხმაურის გარეშე? Tesla ხომ არ არის? ამაზე იტალიელებმა იზრუნეს და, როგორც ჩანს, ბრენდის დნმ-ს არ უღალატებენ — გამოიცადა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ძრავის ხმას მაქსიმალურად ბუნებრივად გაიმაორებს.  

კომპანიამ ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მოდელების განვითარებასა და წარმოებაში. 

პირველი სრულად ელექტრო ფერარი 100კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.5 წამში მიაღწევს და ერთი დამუხტვით 530კმ-ზე მეტს გაივლის. დიზაინის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი ვიცით, თუმცა წარდგენამ, წესით, ძალიან არ უნდა დააგვიანოს. 

ასევე, ფაქტია ისიც, რომ სუპერქარების ინდუსტრიაში ელექტრომობილები ფეხს თანდათან იკიდებენ — რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ყველა მწარმოებელი არ არის მზად, რომ V12-ს ღრიალი ელექტროძრავის ჩურჩულში გაცვალოს, თუმცა EV რევოლუცია უკვე აქ არის და მას ვერც ერთი დიდი მწარმოებელი ვერ გადაურჩება.  

ფერარი მარტო არ არის, ელექტრომობილების წარმოებაში აქტიურადაა ჩართული პორშეც, რომელიც ძვირადღირებულ ელექტრომობილებს აწარმოებს. უნდა გავითვალისწინოთ კონკურენცია ისეთი კომპანიებისგანაც, რომლებიც ელექტრომობილებს დიდი ხანია აწარმოებენ. მაგალითად, BYD U9-მ ცოტა ხნის წინ ისტორიული შედეგი დააფიქსირა, როცა ნურბურგრინგს 7 წუთზე ნაკლებ დროში შემოუარა, დაამტკიცა რა, რომ ელექტრომობილებს სწრაფად სიარული ნამდვილად შეუძლიათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები