ბუგატი, ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, ბუგატი ჩირონი, შოუბიზნესი, ბედ ბანი
Aa
Aa

Bad Bunny-მ 3-მილიონიანი Bugatti გაყიდა და Toyota Corolla-ს მართავდა

ავტომოყვარულების დიდი ნაწილი Bugatti-ს ჰიპერქარის ფლობაზე, ალბათ, იოცნებებდა, თუმცა ბენიტო ანტონიო მარტინეზ ოკასიო მათ შორის ნამდვილად არ არის... სასცენო სახელი Bad Bunny-ით უკეთ ცნობილმა პუერტო-რიკოელმა რეპერმა 2021 წელს 3-მილიონიან ჰიპერქარს 2003 წელს გამოშვებული Toyota Corolla არჩია.

სუპერვარსკვლავმა, რომლის შესრულებაც სუპერ ბოულზე 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა, 2020 წელს უიშვიათესი Bugatti Chiron Sport 110 Ans-ი შეიძინა და მასში 3 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა... მიუხედავად ამისა, მალევე აღმოაჩინა, რომ მისი მართვა არც ისე მარტივი იქნებოდა, როგორც ეს თავიდან წარმოედგინა. არა, აქ ჰიპერქარის მართვის ტექნიკურ სირთულეზე არ ვსაუბრობთ — ვარსკვლავს მშობლიური პუერტო-რიკოს ქუჩებში გულშემატკივართა არმიის გარეშე გავლა მოენატრა — ეს კი ისეთი მანქანით შეუძლებელია, რომელიც მთელ ქვეყანაში მხოლოდ შენ გყავს...

სწორედ ანონიმურობის წყურვილმა აიძულა Bad Bynny, რომ 2003 წლის Toyota Corolla-ს საჭესთან დამჯდარიყო. მოგვიანებით ეს მანქანა Yonaguni-ს კლიპშიც ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ, რეპერმა ეს ტრანზიცია საბოლოოდ დაასრულა და იშვიათი ბუგატი კოლექციონერ ოსკარ ფერნანდესს მიჰყიდა. 

რაც შეეხება კოროლას, მას ავტომოყვარულები კარგად იცნობენ, მეტწილად კი ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის დამსახურებით (თუმცა არავითარ შემთხვევაში სტილისა და პერფორმანსის). შესაძლოა, ეს ერთადერთი ტექსტი იყოს დედამიწაზე, რომელშიც მას Bugatti Chiron-ს ადარებენ... 

ასეა თუ ისე, მყუდროების ძიებაში ადამიანმა ბევრი (ერთი შეხედვით) სიგიჟე შეიძლება ჩაიდინოს, მათ შორის 1500-ცხენისძალიანი სუპერქარის 130-ცხენისძალიან სედანში გადაცვლა... 

მსგავსი სიახლეები