საქართველოში ბოლო ხუთ წელში მსუბუქი ელექტრომობილების რეგისტრაცია 22-ჯერ გაიზარდა
საქართველოში ბოლო ხუთ წელში მსუბუქი ელექტრომობილების რეგისტრაცია 22-ჯერ გაიზარდასაქართველოში ბოლო ხუთ წელში მსუბუქი ელექტრომობილების რეგისტრაცია 22-ჯერ გაიზარდა
ბოლო ხუთ წელში საქართველოში მსუბუქი ელექტრო ავტომობილების პირველადი რეგისტრაციები 22-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა „ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოში 315 ერთეული ელექტრომობილის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წელს 7 006-ს შეადგენდა.
ელექტრომობილების რეგისტრაციები იზრდება
თუ მხოლოდ ერთწლიან ჭრილში შევხედავთ მონაცემებს, 2025 წელს გასულ წელთან შედარებით რეგისტრაციები თითქმის 66%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წელს საქართველოში 4 225 მსუბუქი ელექტრომობილი დარეგისტრირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბოლო 5 წლის პირველადი რეგისტრაციების მონაცემებს:

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2021-2025 წლებში 21-ჯერ გაიზარდა ელექტრომობილების იმპორტი. ამავე პერიოდში ელექტრომობილების რეექსპორტი 10-ჯერ ზრდას აჩვენებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021-2025 წლებში საქართველოში იმპორტული ელექტრომობილების რაოდენობა ასეთი იყო:
- 2021 წელი - 373 ერთეული;
- 2022 წელი - 1 287 ერთეული;
- 2023 წელი - 2 155 ერთეული;
- 2024 წელი - 5 224 ერთეული;
- 2025 წელი - 7 921 ერთეული.
რაც შეეხება რეექსპორტს, ბოლო ხუთი წლის მონაცემები ასე გამოიყურება:
- 2021 წელი - 145 ერთეული;
- 2022 წელი - 308 ერთეული;
- 2023 წელი - 327 ერთეული;
- 2024 წელი - 1 043 ერთეული;
- 2025 წელი - 1 463 ერთეული.