ვიდეოთამაში, გრანდ სიფთ აუტო, როკსტარ გეიმსი, ჯეტეა
Aa
Aa

ლოდინი დასრულებულია | Take-Two-მ დაადასტურა, რომ GTA 6 წელს გამოვა

უკანასკნელი რამდენიმე წლისა და ბოლო თვეების განმავლობაშიც კი Grand Theft Auto 6-ის გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო. როგორც ლეგენდარული თამაშის კრეატორები ამბობდნენ, მათ რაღაც განსაკუთრებულის — ისეთის, როგორსაც მათი მომხმარებლები იმსახურებდნენ — შესაქმნელად დრო სჭირდებოდათ, იმ პირებს კი, რომლებიც GTA-ს გამოშვებას წლებია ელოდებიან, იმედებს არ გაუცრუებდნენ. თუმცა რთულია, შენს საყვარელ თამაშს წლები ელოდო და საოცნებო თარიღის მოახლოებასთან ერთად, ის კიდევ ერთხელ გადაგიწიონ.

ასევე იხილეთ: GTA-ს ახალი ტრეილერი: Vice City-ის მანქანები ასეთი მიმზიდველი არასდროს ყოფილა

მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს ლოდინი დასრულებულია და უკვე დადასტურებულად, GTA 6-ს წელს ვიხილავთ. Take-Two-ს ბოლო ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, შტრაუს ზელნიკმა არა მხოლოდ დაადასტურა, რომ GTA 6 კვლავინდებურად 2026 წლის 19 ნოემბერს გამოდის, არამედ ეს ისეთი ურყევი თავდაჯერებულობით თქვა, რომ ეჭვის შეტანისაც კი შეგრცხებოდა — მიუხედავად მათი წარსული „ცოდვებისა“.

თავისი სიტყვების გასამყარებლად, ზელნიკმა ინვესტორებს განუცხადა, რომ მომდევნო ფისკალური წლისთვის კომპანია $8.2 მილიარდის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს. ამ მიზნის მიღწევა კი, თითქმის სრულად, სწორედ GTA-ს გაშვებაზეა დამოკიდებული.

„ვფიქრობ, იმის თქმა, რომ თამაში დადასტურებულად 19 ნოემბერს გამოვა, პოზიტიური ნაბიჯია. ჩვენ ძალიან მკაფიოდაც განვაცხადეთ, რომ მას სწორედ 19 ნოემბერს იხილავთ“, — რაც ფაქტობრივად ნიშნავს: „გთხოვთ, შეწყვიტეთ ამაზე კითხვების დასმა, თამაში გამოდის“.

GTA-ს გამოსვლაზე რომ კომპანიის ფინანსური მოლოდინებია დამოკიდებული, ამაზე არავინ დაობს. აღსანიშნავია, რომ Grand Theft Auto V-ის გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით უკვე 230 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია, რაც ფენომენალურად მაღალი მაჩვენებელია. Red Dead Redemption 2-ის გაყიდვები კი 85 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა, რაც მას ისტორიულად მესამე ყველაზე გაყიდვად ვიდეოთამაშადაც აქცევს. ამ მიღწევებით Rockstar Games-ის გუნდი მართლაც რომ უნდა ამაყობდეს, თან იმის ფონზე, რომ ნოემბერში მესამე წარმატებული პროექტის ჩაშვებასაც აპირებს.

GTA-ს მეექვსე ნაწილის ტრეილერები გასულ თვეებში უკვე იხილეს. წინასწარ შეკვეთებზე მიღების დაწყებას კი, სავარაუდოდ, 25 ივნისიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში უნდა ველოდოთ. ახლა მთავარი კითხვაა, თუ რა ეღირება GTA 6, რაზეც არაერთი კითხვაც დაისვა, თუმცა ფასების გასაჯაროება Rockstar Games-ის წარმომადგენლებმა მცირე ხნით გადადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები