Mazda CX-5-მა „ქრაშ ტესტში“ კონკურენტი RAV4-ის შედეგებს ბევრად აჯობა
თუ ამერიკელების ნაწილი დიდ ავტომობილებს იმიტომ ყიდულობს, რომ ისინი ძლიერი შეჯახებისას უფრო უსაფრთხოდ მიაჩნიათ, მაშინ Mazda-ს ბოლო ქრაშ-ტესტების შედეგები დიდ ქროსოვერზე – CX-5-ზე მათ კიდევ უფრო კარგ წარმოდგენას შეუქმნის. Mazda-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული SUV-ი მესამე თაობაში სრულად განახლდა და თითქმის ყველა განზომილებაში გაიზარდა: სიგრძეში 4.5 დუიმით (დაახლ. 11.4 სმ), სიგანეში 0.6-ით, ხოლო სიმაღლეში 1 დუიმით. ამან სალონში მგზავრებისთვის დამატებითი სივრცე, ხოლო საბარგულში გაზრდილი ტევადობა გააჩინა.
ასევე იხილეთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?
ახალი CX-5, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა გაყიდვაში, წინა წლის საბაზისო ვერსიაზე დაახლოებით 80 კილოგრამით მძიმეა, თუმცა ძველ, ტურბინიან ვერსიაზე ოდნავ მსუბუქია — ახალი თაობის მოდელი ტურბოძრავას აღარ გვთავაზობს. მთავარი კითხვაა: რას ნიშნავს ეს ყველაფერი უსაფრთხოებისთვის? ოდნავ გაზრდილმა CX-5-მა IIHS-ისგან ძალიან საპატიო ჯილდო ჯილდო, 2026 Top Safety Pick+ დაიმსახურა. ეს არის სააგენტოს უმაღლესი შეფასება, რომელიც მის მთავარ კონკურენტს — Toyota RAV4-ს არ გააჩნია.
სალონის კონსტრუქცია პრაქტიკულად უვნებელი რჩება
ზოგადად, Mazda IIHS-ის ქრაშ-ტესტებში ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებს — 2008 წლიდან მოყოლებული, ბრენდს 100-ზე მეტი Top Safety Pick ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 9 უმაღლესი ნიშნულით. IIHS-ის პრეზიდენტმა დევიდ ჰარკიმ აღნიშნა, რომ ეს მიღწევა Mazda-ს უსაფრთხოებისადმი მუდმივ ერთგულებასა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე მეტყველებს.
ვიდეო, სადაც ავტომობილი კუთხით ეჯახება ბარიერს, აჩვენებს, რომ მძღოლის მხარეს წინა საბურავი დარტყმისგან უკან, პირდაპირ სახურავის წინა საყრდენ ბოძამდე იწევს, თუმცა დეფორმაციის ზონები თავის საქმეს იდეალურად აკეთებენ და დარტყმის ძალის დიდ ნაწილს შთანთქავენ. წინა ნაწილის სრული განადგურების მიუხედავად, სამგზავრო კაფსულა ვიზუალურად თითქმის უცვლელი და მთელი რჩება.

წინა, მუხლისა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები მომენტალურად იხსნება მძღოლისა და უკანა სავარძელზე მჯდომი ბავშვის მულაჟების დასაცავად. კადრებიდან ასევე ჩანს, რომ ძრავი სალონის გამყოფ კედელს მიღმა არ იწევს. Mazda-ს მიზანია, რომ 2040 წლისთვის მის ავტომობილებში ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი ნულამდე დაიყვანოს.