სუპერქარები, ფერარი, ლამბორგინი რევუელტო, არმან ცარუკიანი, ფერარი ესეფ90 სპაიდერი
Aa
Aa

არმან ცარუკიანი ქართულნომრებიანი Ferrari-თა და Lambo-თი გამოჩნდა

UFC-ის სომეხი მებრძოლი არმან ცარუკიანი მონაკოს ქუჩებში ძვირად ღირებული Ferrari-ითა და ქართული სანომრე ნიშნებით დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ცარუკიანი შეზღუდული გამოშვების იტალიურ სუპერქარს, Ferrari SF90 XX Spider-ს მართავს.

ცნობისთვის, Ferrari SF90 XX Spider მარანელოს შეზღუდული გამოშვების დამმუხტავი (plug-in) ჰიბრიდია. აღნიშნული მოდელი SF90-ის საჯარო ტრასებისთვის განკუთვნილი კაბრიოლეტი ვერსიაა. ავტომობილი 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8-თა და სამი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა კომბინირებული სიმძლავრე 1 016 ცხენის ძალას აღწევს. შედეგად, ტრასებისთვის ლეგალური იტალიური სუპერქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.3 წამში ჩქარდება.

View this post on Instagram

A post shared by Arman Tsarukyan (@arm_011)

დასაკეცი მყარი სახურავის მქონე კაბრიოლეტი სტანდარტულ SF90 Spider-ზე დაახლოებით 10 კგ-ით მსუბუქია და მასზე 30 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებს. მოდელი სულ 599 ერთეულადაა გამოშვებული და მისი ფასი, დამატებითი ოფციების, ლივრეისა და ინტერიერის გაფორმების გარეშე, £733 000-დან იწყება.

თუმცა, როგორც ვიდეოდან ჩანს, ცარუკიანის Ferrari-ის ძარა კაშკაშა მწვანე ფერშია შეღებილი და სასპონსორო ელემენტებითაა გაფორმებული, ინტერიერი კი ყვითელი ფერისაა.

დამატებით, ცარუკიანმა Instagram-ზე Lamborghini Revuelto-ს ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელსაც ასევე ქართული ნომრები უყენია. Revuelto დამმუხტვადი ჰიბრიდია, რომელიც 6.5-ლიტრიანი V12-ისა და სამი ელექტროძრავის საშუალებით 1 015 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედეგად, მოდელი 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში ავითარებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 350 კმ/სთ-ზე აღწევს. აღნიშნული მოდელის ფასი €515 000-დან იწყება.

მსგავსი სიახლეები