„ბუნდესლიგის“ 19 წლის მცველის მანქანა აგურის ბლოკებზე დატოვეს
გერმანიის უმაღლესი ლიგის კლუბ Werder Bremen-ის 19 წლის მცველი, აბდულ კარიმ კულიბალი, ვარჯიშამდე უცნაური ქურდობის მსხვერპლი გახდა. ფეხბურთელმა დილით, სახლის დატოვებისას აღმოაჩინა, რომ მის ავტომობილს ოთხივე ბორბალი მოხსნილი ჰქონდა. მანქანა კი, ტრადიციულად, როგორც მსგავსი ტიპის ქურდობებს სჩვევიათ, აგურის ბლოკებზე იდგა.
ბუნდესლიგის გერმანელმა ფეხბურთელმა შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა და მოკლე, თუმცა ირონიული წარწერაც დაურთო. „მე მხოლოდ ვარჯიშზე წასვლა მსურდა“, - ვკითხულობთ კულიბალის პოსტში.
Scène complètement dingue : Karim Coulibaly, le défenseur central de 19 ans du Werder de Brême, qui quittait la maison pour aller à l'entraînement, a vu que les quatre pneus et les jantes de sa voiture avaient été volés. ????????
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) August 7, 2026
« Je voulais juste aller à l'entraînement. » pic.twitter.com/1rg3xFy53G
ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სავარაუდოდ, Mercedes-Benz GLC Coupé-ს ვხედავთ — C254 თაობას, AMG Line-ის ექსტერიერითა და წესით, Graphite Grey Magno-ს დაფარვით. აღნიშნული მოდელი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოძრავითა და mild-hybrid ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. GLC 200/300 4MATIC-ის ვერსიები 204-დან 258 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. სტანდარტული მოდელის საბაზო ღირებულება ევროპის ბაზარზე დაახლოებით €65 000-დან იწყება, ხოლო მსგავსი მაღალი კომპლექტაციის ფასი €80 000-€85 000-მდეა.

ცნობისთვის, ქარხნულად გერმანული ავტომწარმოებლის ეს მოდელი 20-დუიმიანი AMG Multi-Spoke/5-Spoke ალუმინის დისკებით იყო აღჭურვილი, თუმცა ახლა, როგორც ხედავთ, მხოლოდ აგურის ბლოკებზე დგას...
საინტერესოა, რომ ინციდენტის მიუხედავად, კულიბალის ვარჯიშზე არ დაუგვიანია. ის თანაგუნდელმა, სალიმ მუსამ, თავისი ავტომობილით წაიყვანა, კულიბალის Infiniti კი მოგვიანებით სპეციალურმა მანქანამ გადაიყვანა. თუმცა შემთხვევის დეტალები, მათ შორის, ზუსტად როდის და როგორ მოახერხეს ქურდებმა კროსოვერისთვის ოთხივე ბორბლის მოხსნა, უცნობია.