მოდიფიცირება, მაიბახი, ლებრონ ჯეიმსი, მერსედეს მაიბახი ეს კლასი
Aa
Aa

ახლა უკვე შესაძლებელია, თქვენ და ლებრონ ჯეიმსს ერთი Mercedes-ი გყავდეთ

მონტერეის ავტოკვირეულის ფარგლებში, Mercedes-Benz-ი არაერთ გამორჩეულ ავტომობილს წარადგენს. მათ შორის კი, ჩვენს ყურადღებას ერთი უნიკალური გერმანული მოდელი იპყრობს, რომელიც სპეციალურად NBA-ს ვარსკვლავ, ლებრონ ჯეიმსის მოთხოვნების მიხედვითაა პერსონალიზებული. ეს ავტომობილი Mercedes-Maybach S-Class-ი გახლავთ.

მოდელი 2027 წლის Mercedes-Maybach S 680-ის ბაზაზეა შექმნილი და ვიზუალურად ერთი-ერთში იდენტურია იმ მოდელის, რომელიც კალათბურთელს ჰყავს. ავტომობილის პერსონალიზაციისთვის ლებრონმა Mercedes-ის ელიტური MANUFAKTUR „Made to Measure“ პროგრამა გამოიყენა. ეს სერვისი ავტომწარმოებლის ექსკლუზიურ VIP კლიენტებს საშუალებას აძლევს, თავიანთი Maybach-ი ყველა მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ.

ასევე დაგაინტერესებთ: ლებრონ ჯეიმსს V12 ძრავით აღჭურვილი უნიკალური Maybach-ი ჰყავს

Mercedes-Maybach S 680-ის ბაზაზე შექმნილი მოდიფიცირებული ვერსიის შეძენის შესახებ კალათბურთელმა გამომწერებს თავადვე, მიმდინარე წლის მარტში აცნობა. მაშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ეს ავტომობილი „ლებრონ ჯეიმსის მიერ ინდივიდუალურად კონფიგურირებული ორი Mercedes-Maybach S-Class-იდან ერთ-ერთი იყო“. Mercedes-Maybach-მა მაშინ ისიც დაადასტურა, რომ მეორე ეგზემპლარს უახლოეს პერიოდში ვიხილავდით — და ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც ახლა აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი.

ლებრონის პირადი ავტომობილის მსგავსად, ამ Maybach-საც ღია სპილოსძვლისფერი ექსტერიერი და შესაბამისი ფერის დისკები აქვს. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ავტომობილის ძარაზე V12-ის ნაცვლად LJ ემბლემებია დატანილი, რაც ლოგიკურია, რომ ლებრონ ჯეიმსის ინიციალებს აღნიშნავს. ინტერიერში Stormy Weather-ის ფერის Nappa-ს ტყავია გამოყენებული, Black Piano Lacquer Flowing Lines-ის დეკორი და LJ-ის ლოგოებია დატანილი.

Mercedes-Maybach S 680 ტვინტურბო 6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 621 ცხენის ძალას და 899 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 9-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს (9G-TRONIC) უკავშირდება, რომელიც წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. შედეგად, ეს მოდელი 0-დან 100-მდე 4.3 წამში ჩქარდება.

როგორც ცნობილია, კალათბურთელის დიზაინით მოდიფიცირებული მოდელი მონტერეის ავტოკვირეულის შემდეგ აუქციონზე გაიყიდება. გაყიდვიდან შემოსული თანხა კი LeBron James Family Foundation-ს მოხმარდება. ახალ მფლობელს კი ექნება შესაძლებლობა, ზუსტად ის მოდელი ჰყავდეს, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის ავტოფარეხში ინახება.

მსგავსი სიახლეები