მეორადი ავტომობილები, მეორადი ავტომობილების ფასები
Aa
Aa

$15 000-მდე ღირებულების მეორადი ავტომობილები ბაზრიდან ქრება

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მათი რაოდენობა ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად მეორადი ავტომობილების ყიდვა სულ უფრო რთული ხდება. ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე $15 000-მდე ღირებულების მეორადი ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით შემცირდა და კლებას განაგრძობს.

ივლისის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სადილეროებში მეორადი ავტომობილების საერთო მარაგმა 2.15 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც დაახლოებით 46 დღის მარაგია. ეს მაჩვენებელი წლიურად 0.8%-ით, ხოლო ივნისთან შედარებით 0.2%-ითაა გაზრდილი. მიუხედავად ამისა, მარაგი კვლავ დაბალია 2023 და 2024 წლის ივლისთან შედარებით. ხოლო 2022 წლის ივლისში სადილეროებში ავტოსადგომებზე დაახლოებით 2.4 მილიონი მეორადი ავტომობილი იდგა.

განსაკუთრებით შეზღუდული არჩევანი იმ მომხმარებლებს აქვთ, რომელთა ბიუჯეტიც $15 000-ის ფარგლებშია. ივლისში ამ ფასზე ნაკლებ ღირებულებად მეორადი ავტომობილების მარაგი მხოლოდ 32.2 დღის მოთხოვნას ეყოფოდა.

უნდა ითქვას, რომ ხელმისაწვდომი ავტომობილების დეფიციტი მათზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. მთავარი პრობლემა სწორედ მიწოდებაა — Cox Automotive-ის მონაცემებით, $15 000-ზე იაფი მეორადი ავტომობილების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა და ახლა, მეორადი ავტომობილების მთლიანი მარაგის მხოლოდ 16.4%-ს შეადგენს. ერთი წლის წინ მათი წილი 20.6% იყო.

ამავდროულად, გაიზარდა მეორადი ავტომობილების საშუალო ფასიც. ივლისში შეთავაზების საშუალო ფასი $27 028 იყო, რაც ივლისის საშუალო მაჩვენებელზე ($27 016) მხოლოდ $12-ით მეტია, თუმცა წლიურად 6%-ითაა გაზრდილი. შედეგად, ზედიზედ უკვე მეორე თვეა, რაც საშუალო ფასი $27 000-ს აღემატება. 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა იყიდოთ 90-იანების მანქანა დღესვე?

შედარებისთვის, 2025 წლის ივნისში მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი $25 450 იყო, ხოლო 2026 წლის მარტამდე ის $25 207-დან $25 973-მდე დიაპაზონში მერყეობდა. ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო ძველ ავტომობილებშია. მაგალითად, 15 წლის ან უფრო ძველი მოდელებისთვის შეთავაზების ფასები ერთ წელიწადში 13.9%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც 5 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილების ფასებმა მხოლოდ 3%-ით მოიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები