Aa
Aa

Lamborghini Aventador SVJ-ზე დაფუძნებული სრულყოფილება: Mansory Cabrera

Cabrera ამ მოდელს ისტორიული ესპანური ხარის საპატივსაცემოდ ეწოდა და მსოფლიოში მხოლოდ სამი ეგზემპლიარია.

თუ ვინმეს ისედაც უკვე ექსტრავაგანტული სტილის სუპერქარის კიდევ უფრო ამაღელვებლად გადაქცევა შეეძლო, ეს Mansory-ია. 

გაუმჯობესება მხოლოდ ახალი კარბონის „ჩაცმა“ და ახალი დისკების მიმაგრებით არ შემოიფარგლება. სკანდალურმა ატელიემ მანქანას LED წინა მაშუქებით ახალი სიცოცხლე შთაბერა. 4 წერტილიანი კლასტერები ბამპერზე  Cabrera-ს SVJ-სგან განსხვავებულ შესახედაობას აძლევს. უკან ოთხი ფართო მაყუჩი აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ ეს ჩვეულებრივი სერიული ავტომობილი არაა.

გადამუშავებული კორპუსი ახლა 4 სანტიმეტრით ფართო და მსუბუქი კარბონის კაპოტითაა. გაგრილებადი წინა ფრთები აქვს, რაც Cabrera-ს სტანდარტული SVJ-სგან განასხვავებს. ახალ აერო აღჭურვილობაში შესამჩნევია სპლიტერი. ახალი, უფრო დიდი ზომის თაღები Mansory-ს წინ 20-იან უკან კი 21-იან დისკებს იტევს. Pirelli P Zero საბურავებითაა აღჭურვილი. ექსტერიერის მწვანე ფერი მანქანის სალონში იჩრდილება, რომელიც ალკანტარათა და ტყავითაა გაფორმებული.

თითქოს ჩვეულებრივი Lamborghini Aventador SVJ, 759 ცხენის ძალითა და 720ნმ-ით, უკვე წარმოუდგენლად ძლიერი არ იყო, 7 Mansory-მ 6.5-ლიტრიანი აგრეგატით 800 ცხენის ძალა და 780ნმ მიიღო. 0-100კმ/სთ-ამდე 2.6 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/სთ-დან 355კმ/სთ-ამდე გაიზარდა.

Mansory არ ამბობს, რა დაგიჯდებათ  SVJ -ს Cabrera-ად გადაკეთება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ დონორი ავტომობილი $517 700 დაჯდა, ეს ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები