ჰიბრიდი, საწვავის კრიზისი, კია, კია ტელურიდი, კია სპორტიჯი
Aa
Aa

Kia საწვავის კრიზისს სხვა ავტომწარმოებლებზე უკეთ იყენებს და შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს

სანამ გლობალური საავტომობილო ბაზარი არასტაბილურობასა და ცვალებად მოთხოვნას ებრძვის, Kia აშშ-ის ბაზარზე რეკორდების მოხსნას განაგრძობს. აგვისტოს თვეში სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 83 798 ავტომობილი გაყიდა, რაც კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. ბრენდი რეკორდულ წლის დაფიქსირებას ზედიზედ მეოთხედ უახლოვდება.

რა არის კორეელების წარმატების საიდუმლო?

ექსპერტების შეფასებით, არსებულ ეკონომიკურ ფონზე — როდესაც საწვავზე ფასები მერყეობს, ხოლო ახალი ავტომობილების საშუალო ღირებულება კვლავ მაღალია — Kia-ს წარმატება ორ მთავარ ფაქტორს ეფუძნება: ხელმისაწვდომ ფასსა და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს.

მომხმარებელს აღარ სურს ავტომობილში კოლოსალური თანხების გადახდა, Kia კი ბაზარს 7 სხვადასხვა ისეთ მოდელს სთავაზობს, რომელთა საწყისი ფასიც 30 000 დოლარზე ნაკლებია. აგვისტოში Kia-ს ჰიბრიდული მოდელების ჯამური გაყიდვები შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (+99%). განსაკუთრებული ზრდა აჩვენა Sportage Hybrid-მა (+40%), Sorento Hybrid-მა (+22%) და Carnival Hybrid-მა (+15%). 

მიუხედავად იმისა, რომ ქროსოვერები ბაზარზე დომინირებენ, Kia-ს სედანებიც გაყიდვების მნიშვნელოვან წილს იკავებენ. ახალმა K4-მა და განახლებულმა K5-მა აგვისტოში ჯამში 20 000-ზე მეტი მყიდველი „იპოვეს“ და აჯობეს ისეთ პოპულარულ ქროსოვერებსაც, როგორებიც Seltos-ი და Sorento არიან. ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელად კვლავ Sportage რჩება (აგვისტოში გაყიდული 18 723 ერთეული), ხოლო ახალმა კომპაქტურმა სედანმა K4-მა გაყიდვებით თვით ფლაგმანურ SUV-ს, Telluride-საც კი გადაუსწრო.

ელექტრომობილების სეგმენტი და პერსპექტივა

სრულად ელექტრონულ მოდელებზე (EV6, EV9) მოთხოვნა ოდნავ შემცირებულია შარშანდელ პიკურ პერიოდთან შედარებით, რაც საგადასახადო შეღავათების ცვლილებამ გამოიწვია. თუმცა, ბაზარზე ახლახან გამოვიდა EV3 — ბიუჯეტური ელექტრო-ქროსოვერი 30 000 დოლარამდე საფასო კატეგორიაში, რომელსაც ანალიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

Kia კვლავ ჩამორჩება ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან Toyota და Honda, თუმცა ამერიკულ ბაზარზე უკვე დაჯერებულად უსწრებს Mazda-სა და Subaru-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები