ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტოპილოტი, სასამართლო, ტესლა, ტესლა მოდელ ესი
Aa
Aa

Tesla-მ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავი აარიდა და ფატალურ ავარიაში Autopilot-ის ხარვეზი აღიარა

Tesla-მ ააცილა თავიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი, რომელიც Autopilot-ის გამო მომხდარ მორიგ ფატალურ ავარიას ეხებოდა. კომპანია მორიგდა 31 წლის ჯენესის მარტინესის ოჯახთან, რომელიც 2023 წელს კალიფორნიაში Model S-ის სახანძრო ავტომობილთან შეჯახების შედეგად დაიღუპა.

სასამართლო პროცესი ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა Tesla-მ ოჯახთან ფინანსურ გარიგებას მიაღწია. გარიგების კონკრეტული პირობები და თანხის ოდენობა კონფიდენციალურია. 

ინციდენტი 2023 წლის 18 თებერვალს, დილის 04:00 საათზე მოხდა — ავტობანზე სხვა ავარიის გამო სახანძრო ავტომობილი გზაზე დიაგონალურად იყო გაჩერებული, ჩართული ციმციმებით. ჩართული Autopilot-ით მოძრავი Tesla Model S-ი სრული სიჩქარით შეეჯახა სახანძრო მანქანას. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი მისი ძმა მძიმედ დაშავდა.

ავტომობილის ტელემეტრიამ აჩვენა, რომ Autopilot-ი შეჯახებამდე 12 წუთის განმავლობაში იყო ჩართული და მძღოლს ხელები საჭეზე ეჭირა. ოჯახი ამტკიცებდა, რომ ეს ფუნქცია ხარვეზიანია და Tesla-ს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, როდესაც სისტემას ასეთ სახელს არქმევს. ფედერალურმა მოსამართლემ უარყო Tesla-ს მოთხოვნა საქმის შეწყვეტაზე და აღნიშნა, რომ დასახელება ავტოპილოტი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლის შეცდომაში შემყვანად, რადგან ის რეალურად მხოლოდ მეორე დონის დამხმარე სისტემაა და არა სრული ავტონომია.

საქმის ნაფიც მსაჯულებამდე მისვლის შემთხვევაში, არსებობდა რისკი, რომ სასამართლოს ავტონომიური სისტემის ხარვეზები ეღიარებინა და კომპანიისთვის მილიონობით დოლარის ჯარიმა დაეკისრებინა. გარიგებით Tesla-მ თავი აარიდა პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა Autopilot-ის წინააღმდეგ მომავალ სარჩელებში მთავარ იარაღად ქცეულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები