თანამშრომლის თქმით, Chevrolet-მა 2021 წელს 120 თითქმის დაუზიანებელი Corvette C8 დაჭრა
როდესაც 2021 წლის დეკემბერში კენტუკის შტატს თავს ტორნადო დაატყდა,General Motors-ის ბოულინგ-გრინის ქარხანა (სადაც ექსკლუზიურად Corvette-ები იწყობა) სერიოზულად დაზიანდა. შედეგად, 120-ზე მეტი სრულიად ახალი C8 Corvette Stingray, რომლებიც ახალი ჩამოსული იყო კონვეიერიდან, დასაშლელად გაიგზავნა...
წლების შემდეგ, ამ ავტომობილების დაშლაში მონაწილე ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, ბრანდონ ვუდლიმ, უცნობი დეტალები გაასაჯაროა.

ვუდლი იხსენებს, რომ 2021 წელს C8 Corvette ჯერ კიდევ უიშვიათესი და ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი იყო, რომლის რიგშიც ათასობით ადამიანი იდგა. ავტომობილები ევაკუატორებით ოჰაიოს შტატის ავტოსანაწილების საწყობში მიიყვანეს. ვუდლის თქმით, უმეტესობას ვიზუალურად თითქმის არაფერი ეტყობოდა — ისინი პრაქტიკულად სრულიად ახალი, უდეფექტო მანქანები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანის აღდგენა მარტივად შეიძლებოდა, იურიდიული პასუხისმგებლობების თავიდან ასაცილებლად, GM-მა მკაცრი ბრძანება გასცა: ყველა ავტომობილს VIN კოდი უნდა მოშორებოდა, ძარა კი შუაზე გაეჭრათ.
რა ბედი ეწია დეტალებს?
ყველა ავტომობილიდან გამოწურეს სითხეები. 6.2-ლიტრიანი V8 ძრავები, ტრანსმისიები და სხვა დეტალები სათითაოდ მოიხსნა, დაინომრა და General Motors-ს უკან დაუბრუნდა.
ჟურნალისტების კითხვაზე — გამოიყენა თუ არა GM-მა ეს ნაწილები ახალ სერიულ მანქანებში — კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაზიანებული პარტიიდან არცერთი ნაწილი ახალ Corvette-ებში არ დაყენებულა და ყველაფერი უსაფრთხოების სტანდარტების გამო ჯართში წავიდა.

იმ დროს, როდესაც ავტომოყვარულები თვეობით ელოდნენ თავიანთ C8-ს, ავტოსანაწილების საწყობში სრულიად უნაკლო, ახალ-ახალ "კორვეტებს" უბრალოდ შუაზე ჭრიდნენ...