მერსედესი, ეიემჯი, ეიემჯი ჯითი 73
Aa
Aa

2021 Mercedes-AMG GT 73 კონკურენტების წინააღმდეგ საბრძოლველად თითქმის მზადაა

ინფორმაციამ გაჟონა, რომ ელექტრო AMG 4-კარიანი კუპე გზადაა და ის ფლაგ-ინ ჰიბრიდი იქნება.

შვედეთში ტესტირებებზე შენიშნეს, რომ ახალი Mercedes-AMG GT 73 4-კარიანი კუპე იქნება. უკანა ბამბერში დასატენი პორტი იმალება. 

ზამთარში ტესტირებისას გერმანული მწარმოებლისთვის დამახასიათებელ ექსტერიერით, Mercedes-AMG GT 73 წარმოებისთვის მზად გამოიყურებოდა. წინა ბამპერები და გვერდითი გარსშემომდენები როგორც ჩანს GT 63 S-დან აიღეს. უკანა ბამპერებიც იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ 73 სატენ პორტს მალავს. 73-ის დებიუტს წლის განმავლობაშ ველოდებით, 2021 წელს კი უკვე გაყიდვები უნდა დაიწყოს.

 

GT 73-ის სახელი გვაგონებს 7.3-ლიტრიან V12 ძრავას, რომელიც Mercedes-Benz SL 73 AMG და Pagani Zonda-საც აქვს. ვინაიდან, დღეს იმ ერაში ვცხოვრობთ, როცა დიდ ციფრებს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ აქვს, 4-კარიან  AMG GT-ს იგივე 4.0-ლიტრიანი ბი-ტურბო V8 ძრავა აქვს, რაც მის მონათესავე  GT 63-სა და GT 63 S-ს.  GT 63 S-ს 630 ცხენის ძალა აქვს. 0-100კმ/სთ-ამდე 3.1 წამში ადის. GT 73-ის შემთხვევაში დამატებით ძალას მიიღებს და სულ მცირე 100 ცხენის ძალა დაემატება.  სავარაუდოდ, 0-100კმ/სთ-ამდე 2.6 წამში უნდა ავიდეს.

ახალი GT 73 4-ვე წამყვანი თვლებით იქნება. მას 9-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ექნება. მხოლოდ ბოლომდე დატენილი ელექტრომოტორით 24 კილომეტრის გავლას შეძლებს.

მისი მთავარი კონკურენტი Porsche Panamera Turbo S E-Hybrid იქნება. ვნახოთ, როგორ შეძლებს ახალი Mercedes-AMG GT მისთვის კონკურენციის გაწევას.

მსგავსი სიახლეები