საქართველო, ელექტრომობილები, ჩინური ელექტრომობილები, ელექტრომობილების გაყიდვები, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

„ჩინური ავტომობილების ბუმია — ფასში სხვაობა ქართველი მყიდველისთვის მიმზიდველია“ | „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი

„ამ დარგის მომავალს ცოტა ხელს უშლის ჩინური წარმოების ავტომობილები“, — ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „რობან მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სექტორს ჩინურ ავტომობილებთან კონკურენციას ურთულებს შედარებით დაბალი ფასი, რაც ქართველი მომხმარებლისთვის მიმზიდველია.

თუმცა, „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი ასევე საუბრობს იმ რისკებზე, რომელიც ჩინეთიდან ავტომობილის შეძენას თან ახლავს.

„ამ დარგის მომავალს ცოტა ხელს უშლის ჩინური წარმოების ავტომობილები. ჩინური ავტომობილების ნამდვილი ბუმია. თაღლითებიც ბევრია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყურადღებით შევისწავლოთ ისეთი შემოთავაზებები, სადაც ხელშეკრულებების სასწრაფოდ გაფორმებას ითხოვენ. ანალიზის გარეშე არ ვთანხმდებით.

არ ვიცი, ბოტები არიან თუ ვინ არიან — გთავაზობენ სრულიად არარეალურ ხელშეკრულებებსა და არარეალურ ფასებს. შესაძლოა, ინდივიდუალურმა პირმა სწორად ვერ გათვალოს და ეს ვარიანტები სავალალოდ დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ვთხოვ ყველას, რომ მეტი გულისყურითა და დაკვირვებით მოეკიდონ ჩინეთის ფსევდოდილერებისგან წამოსულ ინდივიდუალურ შემოთავაზებებს.

ძალიან ბევრი შემოთავაზებაა. ჩინური ბაზარი გააქტიურებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ბაზრის გარკვეული პროცენტი დაკავებული აქვთ, რაც გამოწვეულია მათი დაბალი ფასით. ჩვენ ჩინურ სეგმენტზე არ ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, დიდი ანალიზის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა, ფაქტია, რომ ფასში დიდ სხვაობას იძლევა და ეს ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ მიმზიდველია.

საქართველოს ბაზარზე უმეტესად ჩინურ კროსოვერებზეა მოთხოვნა. სხვათა შორის, ფასშიც დიდ სხვაობას იძლევა. მაგალითისთვის, ახალ მოდელზე რომ ავიღოთ, სხვაობა 10 000 დოლარამდეა, თუ მეტი არა, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება 20 000 დოლარიც იყოს.

გლობალურად რომ ავიღოთ, ახალი Mitsubishi-ს კროსოვერის ყიდვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჩინურის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში პრიორიტეტს ჩინურს ანიჭებენ, რადგან შედარებით იაფია“, — განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო - bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები