ელექტრომობილები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ელექტრომობილების გაყიდვები
Aa
Aa

აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები 30%-ით დაეცა, ევროპაში რეკორდებს ხსნის

ამერიკის შეერთებულ შტატებში $7 500-იანი საშეღავათო კრედიტების გაუქმების შემდეგ, ევროპის ბაზარზე ელექტრომობილებს წილი გაიზარდა.

2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვები 30.7%-ითაა დავარდნილი. ვარდნა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ რამდენიმე კრიტიკულ გადაწყვეტილებას მოჰყვა — მათ შორის, ელექტრომობილებზე მოთხოვნის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა 2025 წლის 30 სექტემბერს ადგილობრივად საშეღავათო გადასახადების გაუქმებამ იქონია. განახლებული მონაცემებით, აშშ-ში ელექტრომობილები ახალი ავტომობილების გაყიდვების 6%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 8.5%-ს აღწევდა.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

თუმცა ევროპაში სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია. ამ წლის სექტემბერში ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების წილმა რეკორდულ 23.2%-ს მიაღწია. საინტერესოა, რომ გაიზარდა არჩევანიც. შედეგად, ევროპელ მომხმარებელს ელექტრომობილებში ახლა უფრო მეტი ალტერნატივა ჰქონდა, ვიდრე ამერიკელებს.

ცვლილებებმა გავლენა სხვა მიმართულებებზეც იქონია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ ქვეყანაში საწვავის ეკონომიურობის მოთხოვნების მკვეთრად შემცირების განხილვა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ავტომწარმოებლებს აღარ მოუწევთ ისეთი ეკონომიური ავტომობილების წარმოება, როგორც ეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებით იყო განსაზღვრული. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ავტომწარმოებლებზე ზეწოლას, ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციები გააძლიერონ, ამსუბუქებს.

აშშ-ის ბაზარზე შედარებით კარგი შედეგები ასევე ამერიკულმა Tesla-მ დააფიქსირა. თუმცა შედარებით, რადგან მილიარდერის კომპანიის შემთხვევაშიც კლება მივიღეთ. მაგრამ თუ საერთო ვარდნამ წლიურ ჭრილში 30.7% შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tesla-ს გაყიდვები 2026 წლის პირველ ცხრა თვეში 14%-ითაა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს გაყიდვები სექტორთან შედარებით ნაკლებად შემცირდა, კომპანიამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც ნაკლები ავტომობილი გაყიდა.

ამ ტენდენციის მთავარი ბენეფიციარები კი ჰიბრიდები არიან. 2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში ამ ცხრა თვეში მათი გაყიდვები 23%-ით გაიზარდა, ხოლო ბაზრის საერთო გაყიდვებში ჰიბრიდების წილმა 15.6%-ს მიაღწია. გამოდის, რომ საწვავის მზარდი ფასების ფონზე ამერიკელი მომხმარებლები ჰიბრიდებისკენ იხრებიან — რადგან ისინი შედარებით ეკონომიურია — თუმცა შეღავათების გაუქმების გამო ელექტრომობილებზე უარს ამბობენ.

რაც შეეხება ევროპას: ევროპის ბაზარზე 2026 წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტი ახალი ელექტრომობილი იყო შემოთავაზებული, მაშინ, როდესაც 2024 წელს მათი რაოდენობა 100-ს აღწევდა. ამასთან, ბაზარზე სულ უფრო მეტი მცირე ზომის ელექტრომობილი ჩნდება, რომელთა საწყისი ფასი 25 000 ევრო ან ნაკლებია. ეს ფასობრივი სეგმენტი აშშ-ის ბაზარზე არ გვხვდება.

ასევე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის კვლავ მოქმედებს სუბსიდიები და საგადასახადო შეღავათები. ამას ემატება საწვავის მაღალი ფასები, რაც მომხმარებელს ელექტრომობილებისკენ უბიძგებს. შედეგად კი მივიღეთ სურათი, რომ მოდელების არჩევანის გაფართოებამ, შიდა მხარდაჭერამ და საწვავის გაძვირებამ ელექტრომობილების ბაზრის წილის ზრდას შეუწყო ხელი.

შედეგები კი ასეთია — 2026 წლის პირველ ნახევარში ევროპის ბაზარზე ახალი ავტომობილების გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 23.2% იყო, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 17.7%-ს აღწევდა. ეს კი არა ერთჯერადი შედეგი, არამედ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოიკვეთა და დღემდე გრძელდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები რეკორდულ დონემდე გაიზარდა
    ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები რეკორდულ დონემდე გაიზარდა