შეჯავშნული მანქანა, ბიემვი, ბეემვე, ბეემვე მე-7 სერია, ბიემვი მე-7 სერია
Aa
Aa

ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს!

ეს BMW 7 Series სრულიად ჩვეულებრივ სედანს ჰგავს, მაგრამ რეალურად ის სერიული მოდელისგან ძალიან შორს არის. მისი უპრეტენზიო ექსტერიერის მიღმა მრავალფენიანი, უმაღლესი დონის ბალისტიკური დაცვა იმალება. მსგავსი დონის უსაფრთხოების მიღწევა ისე, რომ დიზაინი არ შეცვლილიყო, რთული ამოცანა იყო, თუმცა ინჟინერებმა ეს შეძლეს. ეს „შვიდიანი“ ადვილად უძლებს და აჩერებს ისეთ ძლიერ ტყვიებს, როგორიცაა ცნობილი .44 Magnum-იც.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

კარები გამაგრებულია სპეციალური ბალისტიკური ფოლადითა და კომპოზიტური ელემენტებით. უფრო მეტიც — ინჟინრებმა საოცრება შეძლეს და 7 Series-ის სავიზიტო ბარათი, პანორამული მინის ჭერიც შეინარჩუნეს. ამას იმით მიღწიეს, რომ შუშის ქვემოთ უხილავი დამცავი ფოლადისა და ბოჭკოვანი კომპოზიტის ფენა დამალეს, რის გამოც ავტომობილის სახურავის ხაზი ვიზუალურად სრულიად უცვლელი დარჩა.

რა მალავს კაპოტქვეშ?

ჯავშნიანი მანქანები ბუნებრივია, რომ ძალიან მძიმეა, რის გამოც ბავარიულმა ბრენდმა M760e xDrive-ის ძალური აგრეგატის გამოყენება გადაწყვიტა.

ეს დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა 3.0-ლიტრიან ტურბინიან ერთრიგა 6-ცილიდრიან ძრავასა და 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფში ინტეგრირებულ ელექტროძრავას აერთიანებს. მათი ერთობლივი სიმძლავრე 612 ცხენის ძალას და 800 ნიუტონს შეადგენს.

ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 1
ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 2
ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 3

იმისათვის, რომ მანქანას მძიმე ჯავშნის მიუხედავად სტანდარტული მოდელის დინამიკა და მართვადობა შეენარჩუნებინა, ინჟინრებმა ძირფესვიანად გადააწყვეს სავალი ნაწილი, სამუხრუჭე სისტემა და მძღოლის დამხმარე ელექტრონული სისტემები. საწვავის ხარჯის მონაცემები ოფიციალურად არ გახმაურებულა, რთული მისახვედრი არ არის, რომ ციფრები შთამბეჭდავად მაღალი იქნება.

ვისთვისაა შექმნილი ეს ავტომობილი?

ახლა კი იმ მცირე ნიუანსზე, რომელიც ვახსენეთ: საქმე იმაშია, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა და მის ყიდვას ვერ შეძლებთ.

ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 1
ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 2
ეს შეჯავშნული BMW 7 Series-ი .44 Magnum-საც უძლებს! — ფოტო 3

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტუნერი ჯავშნიან მანქანებს სერიულადაც სთავაზობს მომხმარებელს, ავტომწარმოებლები მსგავს მოდელებს უმეტესად ინდივიდუალური შეკვეთებით აწყობენ — ძირითადად სახელმწიფო ლიდერების, მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა თუ განსაკუთრებით მდიდარი კლიენტებისთვის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საუკეთესო M-ების“ კოლექცია აუქციონზეა გამოტანილი | რომელი მოდელები იქნება წამოდგენილი?
    „საუკეთესო M-ების“ კოლექცია აუქციონზეა გამოტანილი | რომელი მოდელები იქნება წამოდგენილი?