აშშ-ში აუქციონზე თაღლითობაში მსჯავრდებულის გიგანტური ავტოკოლექცია იყიდება
ჩრდილოეთ ტეხასის ოლქის პროკურორის განცხადებით, ბიზნესმენი კლეიტონ ლლოიდ აილი თაღლითობის გამო დაისაჯა, რომლის ფარგლებშიც მან საკრედიტო მონაცემები უკანონოდ მოიპოვა და მოქალაქეები ყალბი სესხის პროგრამებით აზარალა.
სასამართლოში ბრალის აღიარების შემდეგ, აილიმ გარიგების ფარგლებში 90-მდე საკოლექციო ავტომობილზე თქვა უარი. ტექნიკის ნაწილი ბანკებს დაუბრუნდა, ხოლო დანარჩენი კოლექცია აშშ-ის მარშალთა სამსახურის აუქციონზე იყიდება.
ჩამორთმეული და აუქციონზე წარდგენილი გამორჩეული მოდელები შთამბეჭდავად გამოიყურება — სიაში ერთმანეთის გვერდითაა იტალიური სუპერქარები და სამხედრო ტექნიკა. კერძოდ, აქ შეხვდებით 2 ერთეულ 2012 წლის Lamborghini Aventador-სა და 2015 წლის Lamborghini Huracan-ს, ასევე 2016 და 2018 წლების 2-2 Ferrari 488-ს. აქვეა 2022 წლის 3 ცალი Maserati MC20, 2014 წლის Dodge SRT Viper-ი და 2021 წლლამის Porsche Taycan-ი.
თაღლითობას არ ჩაუვლია კლასიკური ავტომობილებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენის გარეშეც — აუქციონზე იყიდება 1968 წლის Pontiac Firebird-ი, ორი AM General Humvee (1989 და 1993 წლების) და 1990 წლის BMY M923A — ხუთტონიანი სამხედრო სატვირთო.

უწყების ცნობით, აუქციონები Apple Auctioneering Company-ს პლატფორმაზე იმართება. ასე რომ, თუ ვინმეს იტალიური სუპერქარი, ძველი ამერიკული „ჰამვი“ ან თუნდაც 13 წლის ტუნდრა აინტერესებს, შესაძლებლობა აქვს კოლექციიდან საინტერესო ეგზემპლარი „ხელმისაწვდომ ფასად“ შეიძინოს. მთავარია, მათი ყიდვა „ბინძური ფულით“ არ სცადოთ — თორემ დასასრული წინასწარაა ცნობილი!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს