წელს თბილისში პარკირების წესების დარღვევის გამო, ₾18 მლნ.-ზე მეტის ჯარიმა გადაიხადეს
2026 წლის 9 თვეში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა გაიზარდა და 18.242 მლნ ლარი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 18 242 013 ლარი შევიდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 10 773 913 ლარი იყო.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ უწყების მონაცემების მიხედვით, 2026 წელს გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მონაცემებით, პირველ 9 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 193 204 358 ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 188 423 861 ლარის აკუმულირება მოხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს