BMW M4 Baja Overlander-ის რენდერზე უზარმაზარი ცხაურა უკეთესად გამოიყურება
Aa
Aa

BMW M4 Baja Overlander-ის რენდერზე უზარმაზარი ცხაურა უკეთესად გამოიყურება

Baja ყველაფერს უკეთესს ხდის!

დიახ, BMW-ს ახალი მეოთხე სერია საკმაოდ პოლარიზებული ავტომობილია, რომელსაც წინ უზარმაზარი ცხაურა აქვს. დიახ, ამავე ცხაურას M4-ზეც ვხვდებით და ხუფიდან წამოსული კონტურები დეტალს კიდევ უფრო ადიდებს. დიახ, უამრავ ადამიანს ეზიზღება ცხვირის ამგვარი დიზაინი, თუმცა, მოდით ერთი წუთით შევხედოთ ამ რენდერებს. Baja-ს მიერ გადაკეთებული M4-იც ცუდად გამოიყურება?

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წარმოსახვის ნაყოფია და ის კომპიუტერული პროგრამით არის შესრულებული. სურათები BradBuild-ის Instagram გვერდზე გავრცელდა და მაშინათვე დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს საექსპედიციო იერის მქონე M4 ასეთ ინტერესს იმით იწვევს, რომ ის ახლა უფრო უკეთესად გამოიყურება. ხალხმა კი მისი მოწონება დაიწყო. არის თუ არა ეს ყველაფერი BMW-ს უზარმაზარი ცხაურის დაბალანსების საუკეთესო გადაწყვეტა?

ავტომობილის სხვა ნაწილების გახისტებამ, დიზაინი სრულად შეცვალა. თითქოს ახლა ის თავის ხასიათში უფრო ჩამოყალიბებულია და იცის, რომ მუდამ აგრესიული იქნება. ალბათ, ამ ავტომობილს ყველანი აგრესიული სახითა და შავი სათვალით ვმართავდით.

ამგვარი აღფრთოვანების მიზეზი მართლაც რომ დაბალანსებული პროპორციებია. საექსპედიციო M4-ის ცხაურა ახლა ლოგიკასთან უფრო ახლოსაა. გარდა ამისა, სანომრე ნიშანსაც ვერ ვხედავთ, რაც აშკარად უკეთესია. რამდენად პრაქტიკული იქნებოდა უკანა განყოფილება ვერ გეტყვით, თუმცა, დიზაინერული კუთხით ის ნამდვილად ლამაზად გამოიყურება.

BradBuild-ის მიხედვით, M4-ის უკანა კაბინში მცირე სამზარეულოს ან საწოლის მოწყობა იქნება შესაძლებელი. მისი გამოყენება სხვადასხვა სამაშველო დანიშნულებისთვისაც მოხერხდება. ამ ყველაფერს თუ 503 ცხენის ძალას დავუმატებთ ავტომობილი ფანტასტიკის სფეროდან, მაგრამ მაინც გასართობი და საინტერესო იქნება.

მსგავსი სიახლეები