ახალი Nissan Z, ახალი ლოგო
„ნისანის“ ახალი სპორტქარი განახლებული დიზაინის სავაჭრო ნიშნებით გამოვა.
- Nissan-ის განახლებული ნიშანი და Z სერიის შეცვლილი ლოგოტიპი ახალ 400Z-ზე ვიხილავთ.
- მოსალოდნელია, რომ Z სერიის ახალი ავტომობილის წარდგენა წლის განმავლობაში მოხდება.
მალე ვიხილავთ, ახალი Z-ის დიზაინი რამდენად ჩახლართული იქნება, სამაგიეროდ, ლოგოები უფრო გამარტივებული, რეტრო შეხედულების დიზაინს მიიღებენ.
სავარაუდოდ, ახალ ლოგოებს ახალ 400Z-ზე ვიხილავთ, რომელიც ძველი Datsun 240Z-ის სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია იქნება.
Z-სერიის ახალი სპორტქარი დასახელების ტრადიციებს აღარ გააგრძელებს, ანალოგიურად სხვა ავტომწარმოებლებისა. დღეს საბარგულზე ასახულ ციფრებს ძრავას მოცულობასთან საერთოდ არაფერი აკავშირებთ. შესაბამისად, 370Z-ისგან განსხვავებით, რომლის სახელი 3,7-ლიტრიან V6 ძრავას უკავშირდება, ახალი 400Z 3-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავით იქნება აღჭურვილი. მაგრამ ეს ჯერ დამტკიცებული არაა. თუ კლასიკური Z-ების დიზაინს მიყვებიან, შესაძლოა მწკრიული განლაგების 6-ცილინდრიანი ძრავაც ჰქონდეს, რომელიც სტრუქტურულად RB26-ის მსგავსი იქნება, მაგრამ შემცირებული „ტურბო-ლაგით“.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ Z-ში ორგადაბმულობიანი 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის გარდა, ავტომოყვარულთათვის 6-სიჩქარიანი მექანიკის ვერსიაც იქნება.
ჭორები დადის, რომ 2021 წლის Nissan 400Z-ის მოდელს ამ წლის განმავლობაში ვიხილავთ.