ასტონ მარტინი, პაგანი ზონდა, ასტონ მარტინ დიბიიქსი, ქრაისლერი ქროსფაიერი
Aa
Aa

Top 6 AMG-ს ძრავიანი ავტომობილი, რომელიც Mercedes-ი არაა

Mercedes-Benz-ი პირველი ავტომობილის გაჩენასთან ერთად დაიბადა და მას შემდეგ ჩვენს გვერდითაა. AMG ამ ავტომწარმოებლის ტუნინგ განყოფილებაა. რომელიც ავტომობილებს აგრესიულობას და სიძლიერეს მატებს.  

ასევე იხილეთ: AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის

AMG Mercedes-ის ყოფილმა ინჟინრებმა, როგორც ცალკე კომპანია, ისე დააარსეს. ისინი სარბოლო ავტომობილების ძრავებს ამზადებნენ. მოგვიანებით AMG  DaimlerChrysler AG-მ შეიძინა. დივიზია ახლა ძირითადად Mecedes-ის მოდელებზე მუშაობს. თუმცა, მისი პირვანდელი ფილოსოფიის „ერთი ადამიანი, ერთი ძრავა“ შეძლებისდაგვარად ერთგული რჩება. ყველა ძრავა ხელნაკეთია და, როგორც Mercedes-ი ამტკიცებს, ძრავებზე მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობს. ეს ძრავები სხვა ავტომობილებში ძალიან იშვიათად ხვდება. მაგრამ, როცა ეს ხდება, მაშინ ეს ნამდვილად განსაკუთრებული ამბავია. 

1989 Mitsubishi AMG Galant

Mitsubishi Galant VR-4 ავტოენთუზიასტებისთვის ნამდვილი ლეგენდაა. ეს ჩვეულებრივი სედანის გაუმჯობესებული ვერსია იყო, რომელმაც გზა ლეგენდარულ Mitsubishi Lancer Evolution-ის ხაზს გაუკვალა. ეს Galant-ი AMG-მ იაპონური ბაზრისთვის შექმნა. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავისგან 191ნმ და 170 ცხენის ძალა ამოიღეს. ეს 25 ცხენის ძალით ნაკლებია, ვიდრე თვითონ Mitsubishi-ს პერფორმანს ვერსია გვთავაზობდა, მაგრამ AMG-მ ეს ყველაფერი ტურბოდაბერვის დამატების გარეშე შეძლო. იმ დროს ტურბოდაბერვიანი ძრავები რეაგირების დაგვიანებით იყო ცნობილი. AMG-ის Galant-ი სწრაფი, მაგრამ ადვილად სამართავი იყო.  

2005 Chrysler Crossfire SRT-6

Chrysler Crossfire-ი ემ ეპოქის ნაყოფია, როცა Daimler-ი და Chrysler-ი გაერთიანდნენ. Chrysler-ის სხეულის ქვეშ პირველი თაობის Mercedes-Benz SLK როდსტერია. ბევრისთვის იმედგაცრუება იყო, რომ ავტომობილში ამერიკული ძრავა არ აღმოჩნდა. AMG-ის განვითარებული 3.2-ლიტრიანი კომპრესორიანი ხელნაკეთი ძრავა თავიდან SLK32 AMG-ის და C32 AMG-სთვის შეიქმნა. Crossfire SRT-6-ს 330 ცხენის ძალა და 420ნმ აქვს. ამ ძრავამ ამერიკული შეხედულების ავტომობილი ამაღელვებლად აქცია.

Pagani Zonda

ყველა Pagani Zonda-ს Mercedes-Benz M120 თაობის V12 ძრავა აქვს. პირველ Zonda C12-ს კი 6.0-ლიტრიანი ვერსია ჰქონდა, რომელიც 395 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოგვიანებით კი AMG-ს „დატუნინგებული“ 7-ლიტრიანი ძრავით სარგებლობდა, რომელიც 542 ცხენის ძალას გვაძლევდა. Zonda S-ის 7.3-ლიტრიანი ძრავის ცხენის ძალები კი 547-მდე იყო გაზრდილი.

Zonda R-სა და Zonda Revolucion-ში Pagani 6.0-ლიტრიან ძრავებს დაუბრუნდა. HP Barchetta-ს კი 7.3-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Pagani Huayra

Pagani-ს Mercedes-AMG-ის განვითარების ტვინ-ტურბოდარვის V12 ძრავა აქვს, რომელიც სპეციალურად Huayra-სთვის შეიქმა. M158 ძრავა 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რეაგირების დაგვიანების აღმოსაფხვრელად უფრო მცირე ზომის ტურბოებს იყენებს. Huyara როდსტერ მოდელისთვის მოგვიანებით AMG-მ ძრავა გააუმჯობესა. შემდეგ კი Huayra BC-ს ძრავაზეც იმუშავა. BC კუპეს შემთხვევაში M158 745 ცხენის ძალას და 1,100ნმ-ს გამოიმუშავებს. BC როდსტერს კი 789 ცხენის ძალა და 1,050ნმ აქვს. ყველაზე ძლიერი ვარიანტი Huayra Imola 827 ცხენის ძალას და 1100ნმ-ს გვთავაზობს.

Aston Martin Vantage

Aston Martin-ისთვის Mercedes-AMG-მ M177 ძრავა შექმნა. 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის V8 ძრავა DB11 V8-სა და DB11 Volante-ში გამოიყენეს, სანამ ის მიმდინარე თაობის Vantage-ში მოხვდა. ავტომობილს 503 ცხენის ძალა და 685 ნმ აქვს. ეს ერთადერთი მიმდინარე მოდელია, რომელიც Mercedes-AMG V8-ს და მექანიკურ გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი. თუმცა, 8-სიჩქარიანი ZF ავტომატური გადაცემათა კოლოფით 0-100კმ/სთ-მდე 3.6 წამში ადის. Aston Martin Vantage GTE სარბოლო ავტომობილსაც M177 ძრავა აქვს.

Aston Martin DBX

როცა Aston Martin-მა ძლიერი სუვის შექმნა გადაწყვიტა, უკვე გამოცდილი M177 ძრავა გამოიყენა. DBX-ის დამატებით ძალასთან გასამკლავებლად ძრავა გააძლიერეს. ეს ავტომობილი 542 ცხენის ძალას და 700ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 9-სიჩქარიანი ავტომატურია. თუმცა, ეს ყველაფერი ვერ ეხმარება იმაში, რომ V8 Vantage-ზე სწრაფი იყოს. 0-100კმ/სთ-მდე 4.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 292 კმ/სთ-ია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები