Aa Aa
7 აპრილი 2021  |  14:42

კევინ ჰარტმა 1959 წლის Corvette-ში 825 000$ გადაიხადა

კევინ ჰარტმა თავის მზარდ ავტოკოლექციას 1959 წლის Chevrolet Corvette C1 კაბრიოლეტი შემატა. კომიკოსმა მსახიობმა Franny Green-ის ფერში შეღებილი და გათანამედროვებული კლასიკა 825 000$-დან შეიძინა.

ალბათ, რამდენიმე თვის წინ ჰარტის 1 000-ძალიანი შენაძენი გახსოვთ - კარბონის კორპუსიანი 1970 წლის Dodge Charger-ი SpeedKore-სგან. ეს კომპანია სპეციალური შეკვეთის ავტომობილებს აწყობს. მისი ნაწარმი ჰარტის კოლექციაში 1970 წლის Plymouth Cuda-ს სახითაც იყო, თუმცა, მსახიობი ამ ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავდა და მანქანაც განადგურდა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მსახიობი ავტომობილების შეძენას არ წყვეტს. ფილადელფიელი კომიკოსი Ferrari-ს, Aston Martin-ის, Mercedes-ისა და Mustang-ის მოდელებს ფლობს.

ახლახანს ჰარტმა განაცხადა, რომ ის და მისი კომედიური ჯგუფი, The Plastic Cup Boyz-ი,- ახალ შოუს - Kevin Hart’s Muscle Car Crew-ს წამოიწყენებენ.

კევინის კოლექციის უახლესი წევრი კი სურათებზე ნაჩვენები 1959 წლის ტურინგის სტილის Corvette-ა, რომელიც 2020 წლის Vette’-ის 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი. 460-ცხენისძალიანი ავტომობილი 4L75E-ს ავტომატურ კოლოფთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მანქანა Art Morrison-ის მაღალი წარმადობის მქონე წინა დაკიდებით, Wildwood-ის მუხრუჭებით, რეტრო EVOD-ის დისკებითა და Dakota Digital-ის თანამედროვე მაჩვენებლებით არის აღჭურვილი.

ჰარტმა ახალი შენაძენის შესახებ ამბავი 4 აპრილს გაასაჯაროვა. რა იქნება შემდეგი? ეს მხოლოდ ჰარტმა იცის, თუმცა აშკარაა, რომ ამის გასაგებად დიდი ლოდინი არ მოგვიწევს.

გაზიარება: