10 რამ, რაც საოჯახო სუვის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ
Aa
Aa

10 რამ, რაც საოჯახო სუვის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ

კარგი საოჯახო ავტომობილის შერჩევა მარტივი საქმე არ არის. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. საოჯახო ავტომობილის მოთხოვნებს სუვები აკმაყოფილებს, რადგან მოგზაურობისთვის გამოსადეგია, გზის უსწორმასწორო ზედაპირს კარგად უმკლავდება, დიდი სივრცე აქვს და თანამედროვე ფუნქციებითაა აღჭურვილი. როგორ უნდა აარჩიოთ საუკეთესო სუვი ოჯახისთვის? ამ სტატიაში ჩვენ 10 საკითხს განვიხილავთ, რაც შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

1. მარტივად მისაწვდომი მისაბმელიანი LATCH წერტილები

LATCH-ი (ქვედა სამაგრი და მისაბმელი ბავშვებისთვის) ფიქსირებადი საყრდენია, რომელზეც სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი სავარძელი მაგრდება. ამ მოწყობით პროცესი უფრო მარტივი შესასრულებელი და სანდოა. შედარებისთვის გეტყვით, რომ მომხმარებლები საბავშვო სავარძლების 59%-ს არასწორად ამონტაჟებენ. გამომდინარე აქედან, ეს ის მოსახერხებელი მექანიზმია, რომელიც გჭირდებათ.

მეტალის საყრდენებს სავაძლის საზურგის ძირში შეხვდებით, ხოლო სამაგრებს - სავარძლის უკან. ყველა SUV-ს LATCH-ის წერტილები და მეორე რიგის ცენტრალური ადგილი აქვს (სტატისტიკურად ბავშვისთვის ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია). სწორედ ამიტომ, თავდაპირველად სავარძლების ტიპში და LATCH-ის წერტილების ადგილმდებარეობაში უნდა გაერკვიოთ.

2. ადვილად გაწმენდადი სალონი

გყავთ ბავშვები? მაშინ ავტომობილის სალონში ლაქები გარდაუვალია. ეცადეთ ავტომობილი სალონი ნაჭრის არ იყოს, რადგან ნაჭერი ადვილად ისვრება და ლაქების ამოყვანა გაგიჭირდებათ.

ტყავის გაწმენდა უფრო ადვილია. სინამდვილეში კი „ყალბი ტყავი“, ტყავის შემცვლელი ვინილი საუკეთესო არჩევანია. ის სველი ტილოთი მარტივად იწმინდება და ნაკლებად ცვდება. რაც უფრო გლუვია ზედაპირი, გასუფთავება უფრო ადვილია.

3. სწორი სიმაღლე

თუ ჩვილი ბავშვი გყავთ, ან მომავალში აპირებთ ბავშვის ყოლას, გაითვალისწინეთ სუვის სიმაღლე. რთულია, თუ არა მასში ბავშვის ჩასმა.

ამის შესამოწმებლად სადილეროში ბავშვის მიყვანა ცუდი იდეა არ არის. დააკვირდით, რამდენად ფართოდ იღება კარი, რადგან ამ შემთხვევაში დიდი სივრცე დაგჭირდებათ.

4. ქვეითების შემჩნევა და 360-გრადუსიანი კამერები

დამატებითი კამერები ზოგიერთ ბაზარზე სავალდებულოც კია. ის ყველაზე წარმოუდგენელი ტრაგედიების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება. სუვის მაღალმა ცვირმა შესაძლოა, პატარა ნივთების, ან პატარა ბავშვების დროულად შემჩნევაში ხელი შეგვიშალოს.

ბევრ ავტომობილს ქვეითის შემჩნევის და ავარიული დამუხრუჭების სისტემა აქვს. ეს სისტემა ნივთებს და ადამიანებს დროულად შენიშნავს და საჭიროების შემთხვევაში დაამუხრუჭებს. 360-გრადუსიანი კამერა საჭირო ინვესტიციაა. ის ისეთი მცირე ზომის ნივთების შეჩნევაში დახემარებათ, მაგალითად, ბავშვების სათამაშოების, რომელიც შესაძლოა შეჯახების პრევენციის სენსორებს გამორჩეს.

5. ტექნიკა, ინტერნეტი, ჭიქის ჩასადებები...

გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი მოგზაურობების დროს ავტომობილი ბავშვების ოთახი ხდება. მათი გახალისება, ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა კი სასიამოვნო მგზავრობისთვის საჭირო პირობაა.

კარგი საინფორმაციო-გასართობი სისტემა ბავშვების გახალისებაში დაგეხმარებათ. Wifi hot spot-იც თუ იქნება, ეს უკვე საუკეთესო ვარიანტია. რა თქმა უნდა, ტექნიკის დასამუხტი მოწყობილობებიც დაგჭირდებათ.

ჭიქის ჩასადები და სალონში ნივთებისთვის ბევრი ადგილიც მნიშვნელოვანი პირობაა.

6. კაბინის სარკეები და კამერები

ავტომობილების ნაწილი სალონში, ბავშვებისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად, დამატებით კამერებს ან სარკეებს გვთავაზობს. ეს პრაქტიკა უფრო მეტად მინივენებშია გავრცელებული, საოჯახო SUV-ებში კი ნაკლებად. მეორე რიგის ცენტრალურ ნაწილში, თავის მისადებ ადგილზე, დამონტაჟებულ სარკეს დიდი გულშემატკივრები არ ჰყავს. ეს ავტოავარიისას შესაძლოა ნამდვილი ბომბი გახდეს. მძღოლების უმეტესობას იმის განსაზღვრა უჭირს, თუ რაოდენ სასტიკი შეიძლება იყოს ავტოსაგზაო შემთხვევა. –„თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საგანი ნებისმიერ გარემოებაში თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხო იქანება, არ დაამონტაჟოთ ის უკანა რიგში.“ - განაცხადა საავტომობილო სავარძლების ექსპერტმა. თუ გსურთ, რომ ბავშვს ყურადღება არ მოაკლეს, საუკეთესო გამოსავალი მის გვერდით მჯდომი მოზარდი იქნება.

7. მზისგან დამცავები 

არავის უნდა, მისი ბავშვი ავტომობილში მზემ შეაწუხოს. ამიტომ დაბურული მინების ან მზისგან დამცავების ქონა მნიშვნელოვანია. თუმცა, დაკეცვად მზისგან დამცავებს მხოლოდ ყველაზე ძვირიან სუვებში თუ შეხვდებით.

გამოსავალი არსებობს. დამცავების ცალკე შეძენა შეიძლება. ისინი კარებზე მაგრდება ამ პირდაპირ შუშაზე იკვრება. ეს იაფი არ დაგიჯდებათ, თუმცა ბავშვების ულსტაიისფერი სხივებისგან დასაცავად ღირს.  

8. ხელით ადაპტირებადი უკანა სავარძლები

უკანა სავარძლის ადაპტირება საოჯახო ავტომობილისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ის ბავშვის სავარძელის უკეთესად მიმართვაში გვეხმარება. ელექტრო ადაპტირებადი სავარძლები წინა სავარძლების მგზავრებისთვის მოსახერხებელია, თუმცა უკანასთვის ხელით ადაპტირებადი სჯობს, იმ ელექტროებს, რომლებსაც ხშირად პოზიციის შესაცვლელად მთელი საუკუნე სჭირდება.

9. საზურგის გამშვები საბარგულში 

ახალგაზრდა მშობლები საოჯახო SUV-ებით უამრავ ნივთს დაატარებენ. ეს შეიძლება იყოს Land Rover-ის ზომის საბავშვო ეტლი ან სახვევი ჩანთა. ეს კი უკანა სავარძლების ხშირ გადაწევას ნიშნავს, რაც უკანა რიგით მგზავრების გადაყვანას ზღუდავს. საკვირველია, რომ ავტომწაროებლების უმეტესობა სავარძლების გადასაწევ ბერკეტებს საბარგულში იშვიათად ამონტაჟებს.

საბარგულში ჩაყრილ ნივთებთან დაკავშირებით გეტყვით იმასაც, რომ სატვირთო არეალში ხშირად ჩანთებისთვის კაუჭებია დამონტაჟებული. ავარიის შემთხვევაში კი კაუჭებზე მიმაგრებული ჩანთებიდან ნივთების ამოვარდნა მინიმუმამდეა შემცირებული. ამგვარად, ჩანთების დაფიქსირება უსაფრთოხებას მნიშვნელოვნად ზრდის.

10. სახურავის საბარგული

თუ დიდი ოჯახი გაქვთ და სამოგზაუროდაც დიდი ხნით მიდიხართ, მაშინ ადრე თუ გვიან საჭირო სივრცე გამოგელევათ. ამისგან გამოსავალი ერთი შეხედვით უფრო დიდი ავტომობილის ყოლაა, მაგრამ რატომ უნდა იყიდო უფრო დიდი ავტომობილი, რომლის პარკირებაც უფრო გაგიჭირდებათ და საწვავსაც მეტს მოიხმარს?

უკეთესი გამოსავალი სახურავის საბარგულია, რომელიც სალონში ადგილს გაგითავისუფლებთ. გადაიკითხეთ მფლობელის სახელმძღვანელო, რამდენი უნდა იყოს ტვირთის მაქსიმალური მასა და როგორ უნდა მოთავსდეს ის მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

მსგავსი სიახლეები