სუვი, ელექტრომობილი, აუდი, აუდი ე-ტრონ სპორტბექი
Aa
Aa

Audi e-Tron Sportback-ის ახალი მონაცემები უკვე ცნობილია

Audi-მ e-Tron Sportback-ის ევროპულ ბაზარზე გამოსვლამდე, ამ მანქანაზე მეტი დეტალი გაავრცელა.  

როგორც ამ კომპანიის სხვა ავტომობილებს, e-trons-საც უფრო ხისტი დაკიდება აქვს, ვიდრე სტანდარტულ მანქანას.  

როგორც ჩვეულებრივი e-Tron SUV-ის, ამ შემხთვევაშიც აგრეგატის ორი არჩევანი: a50 და a55. პირველ შემთხვევაში ეს 308 ცხენის ძალას ნიშნავს და მეორე შემთხვევაში 355-ს.

50-ს 71-კილოვატიანი ბატარეა აქვს, 55-ს კი - 95-კილოვატიანი. ორივეს მოტორი, e-quattro 4x4 სისტემისთვის, თითოეულ ღერძზე აქვს.

უკვე ცნობილია, რომ e-Tron S ვარიანტი სამი ელექტრო მოტორით და უფრო დიდი სიმძლავრით იქნება.

Sportback ვერსიას სუვის მსგავსი ინტერიერი და ტექნოლოგიები ექნება. განახლებები Audi-ს ახალ მატრიცულ მაშუქებს მოიცავს.

Audi-ს მატრიცული მაშუქების დებიუტი

Sportback-ზე ახალი ადაპტირებადი მაშუქებია, რომლებსაც ციფრული მატრიცული მაშუქები (DML) ჰქვია. ისი მატრიცულ LED სისტემაზე უკეთ ფუნქციონირებს.  

მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში დიოდები ანათებს, DML წინა მაშუქები ამრეკლავ ჩიპს  იყენებს, რომელიც დაახლოებით ფრჩხილის ზომისაა და 1.3 მილიონ მიკროსკოპულ სარკეს მოიცავს. მისი ტექნოლოგია კინოს პროჟექტორს ჰგავს.

ეს სისტემა €4000 ან  £3500 ეღირება.

სინათლე თქვენს წინ გზაზე ხალიჩასავით ეფინება და გზის ტოპოგრაფიას ერგება. მანქანა მთელს სიგანეზე აირეკლება, რაც ვიწრო გზებზე განსაკუთრებით გამოსადეგია.

ტექნოლოგიურად ამ მაშუქებით ფილმის გაშვება მართლა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ამ ფუნქციას Audi E-tron Sportback-ში არ უნდა ელოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები