ჯერემი კლარკსონმა პოსტაპოკალიფსური ავტომობილი აირჩია
იქნებ რიჩარდ ჰამონდი სულაც არ არის იდიოტი?
Drivetribe-ს Youtube არხზე ჯერემი კლარკსონმა გამოკითხვა ჩაატარა. ქვიზი ერთსაათიანი იყო. უმეტესობამ ინტერესი მაშინ დაკარგა, როცა 25-ე წუთზე სიმართლეა/მცდარია ნაწილში ჯერემიმ სიკვდილის შემდეგ თმებისა და ფრჩხილების ზრდაზე იკითხა.
რამდენიმე ბევრად საინტერესო მომენტიც იყო, რომელზეც კლარკსონის კლასიკური პასუხები მივიღეთ. მაყურებლების კითხვებზე პასუხისას, თემა აპოკალიფსურ ავტომობილს შეეხო. რომელ ავტომობილს ატარებდა კლარკსონი პოსტაპოკალიფსურ სამყაროში. ყველასათვის გასაკვირად, ჯერემი ჰამონდის სამყაროში გადავიდა და არ აირჩია შავი, ნახევრად სატვირთო, შეჯავშნული Audi ან Porsche 928 შეურაცხმყოფელი ნომრებით.

სამაგიეროდ, მან აირჩია Bowler Wildcat-ი.
გახსოვთ Bowler Wildcat-ი? ამ გადაცემის ნებისმიერ მოყვარულს ემახსოვრება ახალგაზრდა რიჩარდ ჰამონდი TopGear-ის ერთ-ერთ სერიაში, როგორ ატარებს ამ მანქანას ტალახში და თან თავს მართვის ღმერთად აცხადებს. ეს მანქანა მაშინ მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით გამოდიოდა და სისწრაფეს და მოქნილობას აერთიანებდა.
დაფიქრდით, როგორ ივლიდა ეს ავტომობილი დაცარიელებულ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, სანამ საწვავი არ გამოელეოდა.
2019 წლიდან Bowler-ი ოფიციალურად Jaguar Land Rover-ის ნაწილია, თუმცა მისი სათაო ოფისი ჯერ კიდევ ბელპერშია.