BMW, სენსორული, ეკრანი, Polestar
Aa
Aa

BMW-ს და Polestar-ის აზრით, დიდი ეკრანები მოდური აღარ არის

ბრენდებს დიდი სენსორული ეკრანები აღარ მოსწონთ.

ორი დიდი ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გიგანტურმა, სენსორულმა მულტიმედია სისტემის ეკრანებმა თავი ამოწურა.

BMW-ს ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელმა მათიას იუნგანსმა თქვა:

„რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ეკრანები? ადრე თუ გვიან ამას უკან ჩამოვიტოვებთ“.

Polestar-ის ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელის კონი ბლომეს თქმით, მულტიმედია ეკრანები ინტერესის საგანი არც უნდა იყოს.  

„ყველაფერს თავისი მაქსიმუმი აქვს და ასევე ეკრანებსაც. მგზავრობისას უმეტესობა ხედებით ტკბება და არა ეკრანით“.

ბოლო წლებში მდიდრულმა ბრენდებმა გადაწყვიტეს ყველა ფუნქციის გააქტიურება ღილაკებიდან სენსორულ ეკრანებზე გადაეტანა.

BMW-სა და Polestar-ის აღმასრულებლები Honda-სა და Jaguar-ის ფილოსოფიას იზიარებენ, რომლებმაც სენსორებს ძველებური ღილაკები ამჯობინეს.

როგორც ჩანს, ყველას არ უნდა იმ ტრენდს აჰყვეს, რომელიც Tesla-მ Model S-ით დაიწყო. თავიდან ყველა დასცინოდა, შემდეგ კი გიგანტური ეკრანების გამოყენება მათაც დაიწყეს. ასე რომ, ამ ტრენდის დასრულებას ვერც შვედები და ვერც გერმანელები ვერ შეძლებენ. ეს საკითხი კალიფორნიაში გადაწყდება.

 თქვენი აზრით, საჭიროა ავტომობილებში გიგანტური ეკრანები?

მსგავსი სიახლეები