F1-ის ჩემპიონი ყოველდღიურად უიშვიათესი RS6-ით გადაადგილდება
Formula 1-ის ჩემპიონი, მაქს ფერსტაპენი, საზოგადოებრივ გზებზე თავისი ავტომობილით საკმაოდ იშვიათად ჩნდება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ იშვიათ შემთხვევებშიც არჩევანს სუპერექსკლუზიურ და მძლავრ მოდელზე აკეთებს. ნიდერლანდელი ცოტა ხნის წინ მონაკოში, Abt-ის მიერ მოდიფიცირებული Audi RS6 Avant-ის საჭესთან შენიშნეს — უნივერსალის, რომელსაც არაერთი სპორტული ავტომობილისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა.
ასევე დაგაინტერესებთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
მონაკოს ქუჩებში გასეირნებისას, ფერსტაპენის არჩევანი წესით არც გასაკვირი უნდა იყოს. აქ Formula 1-ის სხვა არაერთი პილოტიც შეუმჩნევიათ ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილებით, მაგალითად, ლანდო ნორისი მწვანე Porsche 911 GT3 RS-ით, ფერნანდო ალონსო კი Aston Martin Valkyrie-ით.
Abt-ის მიერ მოდიფიცირებული Audi RS6 Avant-ი
როგორც გითხარით, Formula 1-ის ნიდერლანდელი პილოტის ავტომობილი Abt-ის მიერაა მოდიფიცირებული და Legacy Edition-ის პაკეტით აღჭურვილი. შედეგად, მოდელი ახლა უკვე Avant-ის 4-ლიტრიანი, ტვინტურბო V8 ძრავით დაახლოებით 760 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის, ქარხნულად მისი სიმძლავრე 600 ცხ.ძ-ს აღწევდა. Abt-ის ინფორმაციით, მაბრუნი მომენტი 980 ნიუტონმეტრია.

მოდიფიცირებული RS6 სტანდარტული ვერსიისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. მოდელს შავი ფერის ალუმინის დისკები უყენია, ასევე წითელი სამუხრუჭე მექანიზმები და სახურავზე დამაგრებული სპოილერი აქვს. უკანა მხარეს კი 4-მილიანი გამონაბოლქვი სისტემა და დიდი დიფუზორი ავსებს.
ამ შესაძლებლობების მიუხედავადაც, RS6 ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკულ, თუმცა ძალიან სწრაფ არჩევანს წარმოადგენს. ეს კი საკმაოდ კარგი არჩევანია იმის მიუხედავადაც, რომ ნიდერლანდელის ავტოფარეხში წესით სხვა არაერთი, უფრო ძვირად ღირებული და მძლავრი მოდელიც ინახება.
View this post on Instagram
რატომ არის Audi RS6 Avant-ი საინტერესო მოდელი?
Abt-ის მოდიფიკაციების გარეშეც კი ქარხნული RS6 Avant-ი საკმაოდ შთამბეჭდავია. მას 4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 8-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული. ეს უკანასკნელი ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. შედეგად, მოდელი 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.4 წამში აჩქარდება, ხოლო დამატებითი Dynamic პაკეტით მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ს აღწევს.
აღსანიშნავია RS6-ის ძრავაც, რომელიც ავტომობილს ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკულობასაც უნარჩუნებს. დაწყებული საბარგულის მოცულობით, დასრულებული სახურავით, რომელსაც დაახლოებით 100 კილოგრამის დატვირთვის გადატანა შეუძლია.

სწორედ ეს ხდის RS6 Avant-ს გამორჩეულს: ერთი მხრივ, ის პრაქტიკული უნივერსალია, რომლითაც ყოველდღიურად გადაადგილება თუ მგზავრობა გაგიმარტივდება, მეორე მხრივ კი, თავისი სიმძლავრითა და აჩქარებით, სუპერმანქანების დონეზე დგას.