McLaren P1 ფლორიდაში შტორმის დროს დაიტბორა
მფლობელმა ეს ავტომობილი 2 კვირის წინ შეიძინა.
$1 მილიონზე მეტის ღირებულების McLaren P1 ნეაპოლში, ფლორიდაში შტორმს ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი იანი მძვინვარებს.
ოფიციალური პირების თანახმად, ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლი შეიძლება ასობით ადამიანი გახდეს, რადგან წყალდიდობის გამო ისინი დატბორილი სახლების სახურავებზე არიან გამომწყვდეულები. 2.5 მილიონ ადამიანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
თუმცა, ერთ ფლორიდელ კაცს სახელად ერნის თავისი გულისტკივილი აქვს. მისი ახლადშეძენილი McLaren P1 ავტოფარეხიდან წყალმა წაიღო და შუა ქუჩაში ტივტივებს.
ამ ავტომობილების გარდა, ამ ადამიანს ბევრი სხვა მდიდრული ავტოც ჰყავს, რომლებითაც თავს Instagram-ის გვერდზე იწონებს ხოლმე.
თუმცა, McLaren P1 იშვიათი ჰიპერქარია, რომელზეც ზოგჯერ ხელი ყველაზე მდიდარ ადამიანებსაც კი არ მიუწვდებათ.
ერნიმ შტორმის დასაწყისში ფოტო გამოაქვეყნა, თუ როგორ იდგა მის ავტოფარეხში McLaren P1 და Rolls Royce. შემდეგ სურათებში უკვე ჩანს, რომ წყალმა ჰიპერქარი ფარეხიდან „გამოიყვანა“.
ქარიშხალი იანი თავდაპირველად მეოთხე კატეგორიის შტორმად შეაფასეს, საბოლოოდ კი ტროპიკულ შტორმამდე ჩამოაქვეითეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიყენებული ზიანი $260 მილიარდის ღირებულებისაა. თუმცა გაწმენდის სამუშაოები წყლის გამო ჯერ კიდევ ვერ იწყება.