Aa Aa
18 ნოემბერი 2022  |  11:35

გურამიშვილზე მომხდარ ავარიაში 10 ავტომობილი დაზიანდა

საბედნიეროდ, ავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ავტობუსის მძღოლი, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: interpressnews.ge

გაზიარება: